„ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე პარლამენტში ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავს.
2030 news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ აკაკი ბობოხიძის კაბინეტში მიმდინარეობს.
შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ ჰქონიათ.
„გიორგი ვაშაძესთან მაას შემდეგ მოვედით, რაც მან „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. შეხვედრაზე პარტიის ჩამოყალიბებაზე არ გვისაუბრია, ჩვენ მოძრაობის ჩამოყალიბებას ვგეგმავთ“, _ განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.
გიორი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ პარტია დახურულ კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა. გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს დაუპირისპირდა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს.