მოსკოვში სამართალდამცავებმა ახალი ამბების ნაციონალური სააგენტოს რედაქტორის, ალექსანდრე რუბცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE MOSCOW TIMES ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1986 წელს დაბადებული პიროვნებაა, რომლის ვინაობასაც სამართალდამცავები არ ამხელენ.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ბინაში ჟურნალისტთან ერთად მკვლელობამდე იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, 35 წლის ჟურნალისტი 3 მაისს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დედამ მოკლული აღმოაჩინა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნაციონალური სააგენტოს ჟურნალისტები მკვლელობას რუბცოვის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირებენ.
მათი აზრით, რუბცოვი იმ პიროვნებამ მოკლა, რომელსაც მან სახლში შესვლის ნებართვა მისცა.