"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი ახალი წევრი იურისტი მამუკა მდინარაძე იქნება.
მამუკა მდინარაძე 1978 წლის 24 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1995 წელს დაამთავრა თერჯოლის N1 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 2000 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამათავრა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1996-2000 წლებში იყო სახელობითი სტიპენდიანტი.
1996-2001 წლებში გადიოდა სტაჟირებას საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში.
1999-2006 წლებში მუშაობდა დ.გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მოწვეიულ ლექტორად. 2001 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლად.
2005 წლიდან დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას და არის სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი.
2007 წლიდან 2014 წლამდე სპს "თბილისის იურიდიული ცენტრის" მმართველი პარტნიორი, ადვოკატი.
2014 წლის მარტიდან იმავე წლის დეკემბრამდე – იურიდიული კომპანია "ლიგალ კონსალტინგ გრუპი"-ს ადვოკატი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი.
2015 წლის თებერვლიდან – საადვოკატო კომპანია "მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები“-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
2009 წლიდან 2014 წლამდე – არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლის მონიტორინგის ცენტრის" დამფუძნებელი, 2014 წლიდან დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ადვოკატთა ალიანსის" თავმჯდომარე. ასევე, 2014 წლის ნოემბრიდან არის "საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის" პრეზიდენტი.
2014 წლის დეკემბრიდან – (ა)აიპ "საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის" გამგეობის წევრი.
2015 წლის 9 თებერვალს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადოქტორო თემა – "დაცვის უფლების უზრუნველყოფის გარანტიები სისხლის სამართალწარმოებაში". ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ამავე თემაზე:
ექსკლუზივი _ ვინ არიან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრები