https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ყოველთვის მხიბლავდა მასშტაბურობა”

9:01; 6.01.2011
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი ნომრის სტუმარია თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი, ცნობილი მხატვარია გია ბუღაძე.
_ ბატონო გია, როდის დაიწყეთ ხატვა?
_ ხატვა ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე. ასე მოვდივარ დღემდე. პიონერთა სასახლეში 5 წელი ვსწავლობდი არაჩვეულებრივ ადამიანებთან, შემდეგ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც მასწავლიდნენ ბრწყინვალე პედაგოგები: გივი თოიძე, ბესო ბესელია, არაჩვეულებრივი ქალბატონი ქრისტინე შერმადინი _ მე მას მეორე დედას ვუწოდებ, ციალა ელისაშვილი. ნიკოლაძის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც ჩემი პედაგოგები იყვნენ გოგი თოთიბაძე და კოკი მახარაძე. თუ კი ვინმესგან რამე ამიღია და მისწავლია, ეს გახლავთ ჯიბსონ ხუნდაძე _ მე მასთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა, თუმცა ვინც ჩამოვთვალე, სამაგალითო იყვნენ ყველა კუთხით.
_ ბატონო გია, თქვენ მრავალი გამოფენა გაგიკეთებიათ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ხომ არ გამოყოფდით რომელიმე მათგანს?
_ ყველა გამოფენა ჩემთვის ძვირფასია _ არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში და რომელ დარბაზში კეთდება. თითოეული გამოფენისთვის ერთნაირი ძალისხმევით ვემზადები.
_ თქვენ ხშირად ანიჭებთ უპირატესობას კედელზე ხატვას. რატომ?
_ ალბათ, იმიტომ, რომ განსაკუთრებულად წარმოაჩენ საკუთარ უნარს. მონუმენტურ  მხატვრობას აქვს ერთი თვისება _ მას შეუძლია შეცვალოს გარემო. ეტყობა, მე შინაგანად რევოლუციონერი ვარ. ჩემს მონუმენტურ ნამუშევრებში გარემოს უკეთესად შეცვლის სურვილიც დევს. როცა დიდ ნახატს ვაკეთებ, მასში ფიზიკურად ვმონაწილეობ. ამავე დროს, ძალიან ფართოდ გაქვს საშუალება, საკუთარი თავი გამოსცადო და წარმოაჩინო შენი შინაგანი მიზანდასახულობა. მუსიკაში ძალიან მიყვარს ოპერა, რადგან იგი ძალიან ჰგავს ფრესკას თავისი კომპონენტებით, თვისობრივი კომპლექსურობით. ასევე, ფრესკა ძალიან ბევრ ჟანრს შეიცავს. საერთოდ, ყოველთვის მხიბლავდა მასშტაბურობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სურათი თუ დიდი არაა, არის ცუდია, რა თქმა უნდა, არა. ეს შემოქმედის ინდივიდუალური მიდგომაა საკუთარი საქმისადმი.
_ თქვენ სამხატვრო აკადემიის  რექტორი ხართ, ასევე ეწევით შემოქმედებით მოღვაწეობას. როგორ უთავსებთ ერთმანეთს ამ ორ  მნიშვნელოვან საქმეს?
_ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გავყავი, ოღონდ ორივე ხელოვნებას ეკუთვნის. ერთი არის ჩემი ინტიმური სამყარო, რომელსაც მხატვრობა ჰქვია მოლბერტთან და ტილოსთან და მეორე _ ზოგადი ხელოვნება, რომელიც ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ საქმიანობას, სამხატვრო აკადემიის რექტორობას ნიშნავს.
_ როგორია თქვენი დამოკიდებულება სტუდენტებთან?
_ ახალგაზრდები ძალიან მიყვარს, ისინი დიდ ძალას მმატებენ, მათთან ურთიერთობისას ძალიან ბევრ რამეს მე თვითონ ვსწავლობ, მათთან ერთად მეც ვვითარდები. კარგი ახალგაზრდები წამოვიდნენ, რომლებიც მაძიებელი და ინტელექტუალური გონებით გამორჩეულნი არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, აქვე დავძენ, რომ ეთიკურობის საკითხი ცოტა გადასახედი გვაქვს _ უმცროს-უფროსობის ზღვარი ცოტათი დაირღვა, თუმცა ამაში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი იმიტომ, რომ ძალიან “გავიშინაურეთ” ისინი გარკვეული თვალსაზრისით. ჩემი სტუდენტობისას, როცა ოთახში პედაგოგი შემოვიდოდა, როგორც წესი, ყველანი ფეხზე წამოვდგებოდით, დღეს ასეთი რამეები შეხსენებას საჭიროებს.
_ ბატონო გია, გურიაში, ოზურგეთის სამხატვრო გალერეის 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩამოხვედით, ასევე ჩატარდა სემინარი, სადაც ვრცლად ისაუბრეს გურიაში კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის შესახებ.
_ ოზურგეთის სამხატვრო გალერეა არის უმნიშვნელოვანესი ცენტრი რეგიონული კულტურის სიცოცხლის შენარჩუნების თვალსაზრისით.  გალერეის დირექტორი ავთო თავართქილაძე თავდაუზოგავად მუშაობს და მხატვრებს შეძლებისდაგვარად გვერდში უდგას, ცდილობს თითოეულ მათგანს დაეხმაროს თავიანთი ნიჭისა და უნარის გამოვლენაში, გამოფენების საშუალებით გააცნოს ფართო საზოგადოებას მათი შემოქმედება. ეს  ადვილი არ არის, ამას ბრძოლა სჭირდება. რაც შეეხება სემინარს, ნათლად გამოიკვეთა, თუ რა დატვირთვა უნდა მიეცეს კულტურის პოლიტიკას _ უნდა მოხდეს რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირება, დიდი ყურადღება მიექცეს უწყვეტი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას.
_ ჩოხატაურის სამხატვრო სკოლას 30 წელი უსრულდება. პედაგოგებისა და მოსწავლეების დიდი სურვილია, საიუბილეო თარიღზე ჩვენთან ჩამობრძანდეთ.
_ დიდი სიამოვნებით. აუცილებლად ჩამოვალ. ძალიან მაინტერესებს მოსწავლეებთან და პედაგოგიურ კოლექტივთან შეხვედრა. ძალიან მიხარია, რომ ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის სამი კურსდამთავრებული სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პრინციპები დაემთხვა თქვენ პრინციპებს, ინტელექტუალური და შემოქმედებითი თვალსაზრისით, რაც ძალიან მისასალმებელია. ამაში, ალბათ, ასევე პედაგოგების პროფესიონალიზმთან  ერთად, იმ გამაოგნებელ და ულამაზეს ბუნებასაც აქვს მნიშვნელობა, რომელშიც ცხოვრობთ. აქ ნიჭიერი ადამიანი თვალით აზროვნებს და გულით გადმოსცემს ამ მშვენიერებას მუსიკის, ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების საშუალებით. უნიჭიერესი და უსაყვარლესი ხალხი ხართ გურულები. გისურვებთ ჯანმრთელობას, ეკონომიურ სიძლიერეს და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025
კულტურა

„გვაქვს უთვალავი ფერითა“- თბილისში ჩოხატაურლების მონაწილეობით გამოფენა გაიმართა

15:33; 18 ნოემბერი, 2025

მცენარეთა დაცვის სამსახური გაფართოვდა

საახალწლო სკანდალი და წლის ლანჩხუთელები

ყველა სიახლე

მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

11:04; 13.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13.12.2025
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ტემპერატურის ვარდნა – ამინდი უარესდება

10:07; 13.12.2025
საზოგადოება

დღეს 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ გაიმართება

10:04; 13.12.2025
საზოგადოება

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

10:00; 13.12.2025
სამართალი

ოზურგეთში 75 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა

22:44; 12.12.2025
ზაფრანი

ხვალ, 13 დეკემბერს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს ნიშანი

19:43; 12.12.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

19:28; 12.12.2025
სამართალი

სისხლიანი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

18:09; 12.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

17:17; 12.12.2025
ფინანსები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6 909 602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 59% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

17:05; 12.12.2025
სამართალი

ავარია ქობულეთში _ ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

16:59; 12.12.2025
ფინანსები

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 1 685 პენსიონერს ან მის მემკვიდრეს შეეხება

16:37; 12.12.2025
საზოგადოება

ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

16:28; 12.12.2025
საზოგადოება

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

16:00; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13.12.2025
0

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო