ქალაქ ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ავტოავარია აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლი სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნიშნავს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ანექსპლუატაციის წესის დარღვევას.საგამომძიებლო მოქმედებები ამ ეტაპზე დასრულებული არ არის.