ეკვადორზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას USA TODAY ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეკვადორის ქალაქ მუისნედან 21 მილში დაფიქსირდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც ცნობილია, გასულ თვეს, ეკვადორზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 660 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა.
ამავე თემაზე