USA TODAY-ის ინფორმაციით, რუსეთი წინაპრების მიერ ჩამოყალიბებული დიპლომატიის განადგურების გამო დასავლეთს ისტორიულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
"რუსეთის ფედერცია, სახელმწიფო კომპანიები, ისევე როგორც მოქალაქეები დასავლეთის მძიმე ზეწოლის ქვეშ არიან. დასავლეთელმა კოლეგებმა ჩვენი წინაპრების მიერ წლების განმავლობაში შექმნილი დიპლომატია გაანადგურეს. მაშინაც კი, თუ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, დარწმუნებული ვარ, ისტორიული პასუხისმგებლობა დასავლეთს უნდა დაეკისროს,"_განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის მთავრობის განცხადებით, დასავლეთის სანქციები საერთაშორისო სამართლის ნორმებს ცდება და დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს.
როგორც ცნობილია, ორი წლის წინ, რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, ხოლო მოგვიანებით უკრაინის რეგიონებში დონეცკსა და ლუგანსკში შეიჭრა, რის გამოც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ და იაპონიამ მოსკოვს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
ამავე თემაზე
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს საქართველო შეუერთდა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა
რუსეთისათვის დაწესებული სანქციები გაგრძელდება
გაგრძელდება თუ არა ანტირუსულური სანქციები
ობამა: "ანტირუსული სანქციები გაღრმავდება"
ევროსაბჭომ რუსეთს სანქციები გაუგრძელა
რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა გაუქმდეს
ევროკავშირის ახალი სანქციები და კრემლის მზადყოფნა საპასუხო რეაქციისთვის
გახდება თუ არა რუსეთი მისთვის დაწესებული სანქციებით, უფრო კომპრომისული