"რუსთავი 2" ავრცელებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის კომენტარს, სადაც ის პრეზიდენტის მიერ "კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულების შეწყალების შესაძლო აქტს ასე აფასებს: თუ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს შეიწყალებს, ბიძინა ივანიშვილსაც უნდა გადავუხადოთ მადლობა.
მეჭიაურის თქმით, ივანიშვილს მადლობა იმიტომ ეკუთვნის, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად სწორედ მისი დანიშნულია.
"რაც შეეხება შეწყალებას, ეს გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს, ასევე ბიძინა ივანიშვილს უნდა გადავუხადოთ მადლობა, იმიტომ, რომ იმან დანიშნა მარგველაშვილი. თუ მარგველაშვილი ამათ შეიწყალებს და კარგი კაცია, მაშინ ბიძინა ივანიშვილს კარგი კადრი შეურჩევია. ის მოსამართლეები თუ ცუდები არიან, გალანძღეთ სააკაშვილი, იმიტომ, რომ იმან დანიშნა ისინი", – ასეთია მეჭიაურის ლოგიკა.