მექსიკის პრეზიდენტი, ენრიკე პენა ნიეტო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვებრძვი დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის სექსუალური პრეფერენციებით მოტივირებულს,"_დაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა "თვითერში".
როგორც ცნობილია, მექსიკაში ერთსქესიანთა ქორწინება 2009 წელს დაკანონდა, თუმცა 2015 წელს მექსიკის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება არაკონსტიტუციურად სცნო და აკრძალა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მექსიკა მეხუთე ლათინო ამერიკული ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება.