საინფორაციო გამოშვება "მაცნეს" ჟურნალისტები ტელეკომპანია ტვ 25-ის დირექტორს განცხადებით მიმართავენ და თხოვენ მას, არ დაუშვას საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის მაია მერკვილაძის აღადგენა თანამდებობაზე.
" მოგეხსენებათ, რომ ხვალ ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ შესაძლოა ჩვენი არხის ყოფილი თანმშრომლების მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს, რაც კანონმდებლობის შესაბამისად, მათი სამსახურში აღდგენის წინაპირობა იქნება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ პირები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, (იანვარი-მაისი) სამსახურიდან წასვლის შემდეგ რეგულარულად ახდენენ ტელევიზიის თანამშრომელთა პროფესიულ დაკნინებას და იმ არხის დისკრედიტაციას, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენს არხზე პროფესიულ საქმიანობას არ უნდა დაუბრუნდნენ. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, როგორც სატელევიზიო სიუჟეტებში, ასევე პირად საუბარში, რომ ჩვენ, არხზე დარჩენილი თანამშრომლები, ვართ უპრინციპოები და მართულები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსად მაია მერკვილაძის მუშაობისას თითქმის ყოველდიურად იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაცია, მისი დაბრუნების შემთხვევაში კი ნიუსრუმში ამ დროისთვის შექმნილი იდეალური სამუშაო გარემო ჩიხში შევა, ჩამოიშლება და წინასაარჩევნო პერიოდში ნიუსრუმში გამართული მუშაობის პარალიზება მოხდება, რაც ჩვენს ერთგულ მაყურებელს ობიექტური ინფორმაციის გარეშე დატოვებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, მაია მერკვილაძე არ დაუბრუნდეს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტს."– ნათქვამია ტელევიზიის თანამშრომლების განცხადებაში.

ამავე თემაზე: "ტელეარხი 25"-ის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
































































