სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ინტელექტ კლუბის "რა? სად? როდის?" ერთობლივი მეგა პროექტი "ინტელექტის დღე-2016"-ის ფინალი 15 მაისს სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" გაიმართა.
ფინალური შეხვედრა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 73 სკოლის გუნდმა მიიღო.
დასკვნით ეტაპზე გუნდებმა უპასუხეს 36 შეკითხვას, რომელთაგან დიდი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას უკავშირდებოდა.
ინტელექტუალურ თამაშში სსიპ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის გუნდი "გრაალი"გახდა გურიის ჩემპიონი და საქართველოს მასშტაბით მე-5 ადგილის მფლობელი.