პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, რესპუბლიკელები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარს არ დაუჭერენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რესპუბლიკელებმა ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და თუ პრეზიდენტი გამოიყენეს ვეტოს უფლებას, ბუნებრივია, ისინი არც ვეტოს დაძლევაში მიიღებენ მონაწილეობას
"კანონით და კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, ყველა კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, ასე მოხდება ახლაც. რაც შეეხება იმას, პრეზიდენტმა რომ ბრძანა მე ხომ არ ჩამოვიდე ქუთაისშიო, თუ დადგენილ ვადაზე უფრო ადრე ჭირდება ამას რაიმე საკითხი პარლამენტიდან, რა თქმა უნდა, მას შეუძლია ქუთაისში არა, თბილისში მობრძანდეს," – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა გუშინ, ქუთაისში ყოფნისას განაცხადა, რომ კანონპროექტი ამ დრომდე არ მიუღია.
"მე თვითონ ვაპირებ მივიდე პარლამენტში და მე თვითონ წამოვიღო ჩემით ხელით,“ – განაცხადა გუშინ გიორგი მარგველაშვილმა.