ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი, იმედოვნებს, რომ ივლისში რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთისთვის სანქციების გამარტივება მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიცვლება.
"განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, შევინარჩუნოთ ერთიანობა და ყველაფერი ერთად გადავწყვიტოთ,"_განაცხადა მოგერინმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთისთვის სანქციების გასაგრძელებლად ევროკავშირის 28 წევრის თანხმობაა საჭირო.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში მისი ქმედებების გამო დაუწესა.