საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, "ისლამური სახელმწიფო" საფრანგეთში ახალ თავდასხმებს გეგმავს.
მათი ინფორმაციით, საფრანგეთში ახალი თავდასხმები მომდევნო თვეში, საფეხბურთო ჩემპიონატის, EURO 2016-ის მასპინძლობის პერიოდშია მოსალოდნელი.
"აშკარაა, რომ საფრანგეთი სერიოზული საფრთხის ქვეშ არის. როგორც ვიცით, დაეში ახალ შეტევას გეგმავს,"_აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.
გავრცელებული ინფორმაციით, EURO 2016-ის საფეხბურთო ჩემპიონატი 10 ივნისს იწყება და მთელ საფრანგეთში სავარაუდოდ 51 საფეხბურთო მატჩს 2 მილიონზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება. გარდა ამისა, ქალაქებში გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებში დიდი ეკრანები დამონტაჟდება.
როგორც ცნობილია, "ისლამურმა სახელმწიფომ" პარიზში ტერაქტი ექვსი თვის წინ მოაწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში მომხდარი ტერაქტის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.
ამავე თემაზე
პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი ბელგიის პროკურატურამ საფრანგეთს გადასცა
ტერაქტის შემდეგ კაფე-ბარმა მუშაობა დღეს განაახლა
პარიზის ტერაქტის ორგანიზატორი მოკლულია – საფრანგეთის პროკურატურა