ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის არასრული საჯარო სკოლისათვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულის, შინდისის ერთ-ერთი გმირის, ამ სკოლის აღზრდილის, რუსლან წულაძის სახელის მინიჭება იგეგმება.
აღნიშნული წინადადებით, მუნიციპალიტეტის საკრებულში უკვე შევიდა სკოლის პედაგოგიური კოლექტივი. საკითხი განსახილველად 25 მაისისთვის ჩანიშნულ სხდომაზე გავა, თუმცა, დეპუტატები აქედანვე სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ საკითხისადმი.