ამ ინფორმაცის კატეგორიულად უარყოფს ბეჟაშვილი, რომლის თქმით, ის არჩევნებს კონკრეტულ უბანზე აკვირდება:
_ ვიმყოფები საარჩევნო უბანზე, როგორც დამკვირვებელი. რა ხდება უბნის გარეთ არ ვიცი. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს არანაირი აგიტაცია/პროპაგანდა არ გამიწევია.
თუ გუბერნატორმა ან ვინმემ დამინახა, რომ კანონს ვარღვევდი, რატომ არ მოვიდნენ ჩემთან და რატომ არ მიმითითეს ამის შესახებ? _ მე ასე გავაკეთებდი, _ აღნიშნა ბეჟაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.











































გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ამბობს, რომ ""ნაციონალური მოძრაობა" იქცევა გამომწვევად, მათ შორის პარლამენტის წევრები, რომლებიც პირადად უთითებენ ამომრჩეველს, თუ ვის მისცენ ხმა. სალუქვაძის თქმით, მათ დააფიქსირეს, რომ პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი აგიტაციას ეწეოდა.






















