"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების სცენარი დაბა ნასაკირალშიც განხორციელდეს. მისი თქმით, ეს სცენარი სუს-ში დაიწერა და მისი მთავარი მიზანია, "ნაციონალური მოძრაობა" ჩაითრიონ პროვოკაციაში.
"დაბა ნასაკირალში ლანჩხუთიდან ყავთ ჩამოყვანილი ჯგუფი ნუგზარ ჩხაიძის თამადობით, ასევე პროვკაციას გეგმავენ ნესტორ რამიშვილი და გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, რომელიც პირადად მე დამიპირისპირდა. მათი გაღიზიანების მიზეზი არის ის, რომ ისინი არჩევნებს აგებენ. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს ის, რაც მოხდა ზუგდიდში, არ განმეორდეს დაბა ნასაკირალში,"-განაცხადა ბრიფინგზე დავით მჟავანაძემ.