"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე ამბობს, გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი და გურიის გუბერნიის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი ცდილობენ, რომ დაპირისპირება მოხდეს. მჟავანაძე ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა, ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი ოზურგეთშიც განხორციელდეს.
"ნაცმოძრაობის" ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს. ეს პარტია თავად დგამდა სპექტაკლებს კუდთან ერთად და ახლა გონიათ, რომ სხვაც ამას აკეთებს. არანაირ პროვოკაციებს არ გეგმავს სოსო ერქომაიშვილი, ნესტორ რამიშვილი. რამდენიმე წუთში ისევ ვაპირებ დაბა ნასაკირალში ასვლას და მე თვითონ ვნახავ რა ხდება." – გვითხრა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.
"გურია ნიუსის" კითხვაზე იყო თუ არა ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირება პროვოკაცია, ამ კითხვაზე გუბერნატორმა ასეთი პასუხი გაგვცა:
"ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ფიზიკური დაპირისპირების წინააღმდეგი ვარ," – გვითხრა გია სალუქვაძემ.