საინფორმაციო სააგენტო რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარ ჩხუბში სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებიც ჩხუბში მონაწილეოდნენ – მათ შორის არის ვლადიმერ გეგეშიძე – ბერძნულ-რომაული სტილში მოჭიდავე სპორტსმენი – საქართველოს ნაკრების წევრი. კურიერის ინფომრაციით, ვლადიმერ გეგეშიძის ძმა გეგა გეგეშიძე ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო და დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.
ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეთა შორის სახელდება ასევე კობა ტყეშელაშვილი, რომელიც საქართველოს შერეული ორთაბრძოლის ფედერაციის დამფუძნებელია.