"ქართული- ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ღურჯუმელიძე დავით მჟავანაძის განცხადებას ეხმაურება.
"დავით მჟავანაძე ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს და ცდილობს პროვაოკაციული განცხადებებით შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა. ხვდებიან, რომ ნასაკირალში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს , გამომდინარე აქედან მზად არიან ნებისმიერ პროვოკაციაზე და მათი აქტივისტები ყველაფერს აკეთებენ "ქართული ოცნების" კანდიდატის საწინააღმდეგოდ და მის მხარდამჭერთა გადმობირებას ეწევიან. "ქართული ოცნების" აქტივისტები არ შევლენ მათთან დაპირისპირებაში და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგებიან. პირიქით, ჩვენ მოვუწოდებთ ძალოვანი სტრუქტრის წარმომადგენლებს, რომ არ დაუშვან რაიმე ტიპის პროვოკაცია და მაქსიმალურად გააკონტროლონ სიტიაცია", _ აცხადებს ღურჯუმელიძე.