ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე ხანდას ხეობაში ტრაგიკულად დაიღუპა.
ზვიადი ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა. როგორც გვითხრეს, მას მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვრდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.
მისი ცხედარი მაშველებმა დღეს, გამთენიისას იპოვეს.
ზვიადს სოციალურ ქსელში ბოლო პოსტი 28 მაისს აქვს გამოქვეყნებული.
"ვინც დამაფასებთ მიაწერეთ…" _ ასეთი წარწერა გაუკეთა მის მიერ სასაფლაოზე გადაღებულ ფოტოს, რომელზეც საფლავის ქვა და წარწერაა გამოსახული.
"გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ახლობლებს, კოლეგებს