"ისლამური სახელმწიფო" მარსელში, მომდევნო თვეში, ინგლისის ნაკრების მხარდამჭერებზე თავდასხმას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას THE DAILYMAIL ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებმა სალაჰ აბდესლამის ლეპტოპიდან მოიპოვეს, რომელიც ბრიუსელში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, ლეპტოპში ფოტოსურათებია, რომლებიც ყურადღებას მარსელის ძველ პორტზე ამახვილებს, სადაც ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ივნისს, თამაშის გახსნისას შეიკრიბებიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, უსაფრთხოების თანამშრომლებს ეშინიათ, მარსელში, პარიზში ნოემბერში განვითარებული მოვლენების მსგავსი სცენარი არ განმეორდეს, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" ხალხი ქალაქის ქუჩებში დახოცა, რადგან ნაკრების მხარდამჭერების შესაკრებ ყველა ადგილზე უსაფრთხოების თანამშრომლების მობილიზება შეუძლებელია.
როგორც ბელგიის უსაფრთხოების სამსახურში ამბობე, ინგლისი და რუსეთი, სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ბომბავენ, რის გამოც ტერორისტებმა, ინგლისი-რუსეთის მატჩზე თავდასხმა დაგეგმეს.
როგორც მეტროპოლიტის პოლიციის კომისრის მოადგილემ, ნეილ ბასუმ განაცხადა საზოგადოების უსაფრთხოებისთვის "ისლამური სახელმწიფო" ძირითად საფრთხეს წარმოადგენს.
"საფრთხე ბევრად რთულია, რადგან პოტენციურად მოსალოდნელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. მშვიდობიანი მოსახლეობა მაქსიმალური ტერორის გავლენის ქვეშ არიან და მათ სამიზნეს წარმოადგენენ,"_განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, გარდა საფეხბურთო ტურნირისა, ქალაქი მუსიკალურ ფესტივალსაც მასპინძლობს, თუმცა, ნეილ ბასუს თქმით, ფესტივალის დროს საფრთხე მოსალოდნელი არ არის.