საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იმ დევნილების სიას აქვეყნებს, რომლებსაც თბილისში ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცემათ.
თბილისის ზღვაზე, ე.წ. "ოლიმპიურ სოფელში" და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში, სამინისტროს ინფორმაციით, ბინა 159 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
დევნილი ოჯახების სია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge ქვეყნდება.
31 მაისს, 09:00 საათზე, პროფესიული კავშირების შენობაში, ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართება.