თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოში დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებაზე საქმის განხილვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსმა" გუშინ გაავრცელა, თუმცა მხარეები ამას არ ადასტურებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებდნენ, რომ გიორგი პაპუაშვილს პროცესის გამართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა. მოსარჩელე მხარის, როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი კი, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა.
ცნობისთვის, დავის მხარეები, გიორგი პაპუაშვილთან ერთად, სახელმწიფოა. მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელის მოპასუხეები კი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო არიან.
ცნობისთვის, როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მისივე განცხადებით, "კანონსაწინააღმდეგო და ამორალურია". გიორგი პაპუაშვილი კი, აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად.
აღნიშნულ საქმეზე პირველი პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომა 2016 წლის 15 ივნისისთვის გადადო.
"ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს სახელით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციის გაცნობის შემდგომ მიიღო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე პროცესი, შესაძლებელია, დავის მონაწილე მხარეების საერთო მორიგების საფუძველზე დასრულდეს.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლო საკითხის მორიგებით დასრულებას მიესალმება და მართლმსაჯულება დაინტერესებულია, პროცესს ხელი შეუწყოს. ამასთან, დიანა ფარქოსაძემ განაცახდა, რომ სასამართლო საქმის კურსში უნდა იმყოფებოდეს მხარეთა შორის შესაძლო მორიგების თაობაზე წარმოებულ მოლაპარაკებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს გონივრული ვადა ეძლევა, ვინაიდან სასამართლო დარწმუნდეს მოლაპარაკების ნამდვილობაში. შესაბამისად, სხდომა 2016 წლის 15 ივნისს განახლდება.
სასამართლომ გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ორი შუამდგომლობაც განიხილა. პირველი ეხებოდა სხდომის ფოტოგადაღების უზრუნველყოფას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გამო. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ მხარეს სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩანაწერის უფლება ისედაც გააჩნია, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება კი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართვის საფუძველზე იქნებოდა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო, ბოლო წლებში, მიდის სტანდარტის მიმართულებით. სხვა სხდომებზე ასეთი შუამდგომლობის დაკმაყოფილების პრობლემა არ წარმოშობილა, სასამართლოს გადაწყვეტილება კი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ შუამდგომლობის არდაკმაყოფილებით, მოსამართლემ გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება განახორციელა. სასამართლო მოსარჩელე მხარეს არც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმეში მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ სასამართლო შინაგანი რწმენის საფუძველზე შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც დავის საგანთან მიმართებით წარმოდგენილია და მიღებულია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურების ხელმძღვანელი პირების მიერ. არჩილ კაიკაციშვილმა სხდომაზევე განაცხადა, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სასამართლო სხდომაზე კაიკაციშვილმა სპეციალური განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ "თუ ვინმე იკითხავს, სად არის ემიგრაციაში მყოფი დაზარალებული, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახი, ამ სხდომას როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახი ესწრება. დღეს მე ვარ როლანდ ბლადაძე“.
მისივე თქმით, პირველად, აღნიშნული დავის ისტორიაში, ქონების ჩამორთმევიდან 12 წლის შემდეგ, შედგა ისტორიული სასამართლო პროცესი. პირველად, საკონსტიტუციო მართლმსჯაულების და ზოგადად, სასამართლოს ისტორიაში, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს იცავს ადვოკატი.
„ამიტომაც, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის პრეცედენტი. ჩვენ ეს შევძელით. არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან. ყველა ნაბიჯი იქნება წინ!" – განაცახდა აკაიკაციშვილმა.
როლანდ ბლადაძის ადვოკატმა სასამართლოსგან საქმის განხილვის ნდობაზე სამი ფუნდამეტური პრინციპის დაცვა მოითხოვა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ მართლმსაჯულების ისტორიაში ამ რეზონანსული საქმის განხილვის პროცესში, განუხრელად უნდა დაიცვას შემდეგი სამი ფუნდამეტური საკითხი:
1. სასამართლომ გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს მხოლოდ კანონს და მხოლოდ მტკიცებულებებს;
2. სასამართლო არ იქნება ტოლერანტული გიორგი პაპუაშვილის მიმართ
3. მხარეები ერთად შეეცდებიან საკონსტიტუციო და არამხოლოდ საკონსტიტუციო საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ღირსების აღდგენა;
არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვისთვის არც ერთი მოსამართლის არც ერთ უკანონო გადაწყვეტილებას არ დატოვებს რეაგირების გარეშე.
არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლეს კითხვით მიმართა: "ვინ ვართ დღეს ჩვენ? – ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ მოქალაქე, ჩვენ ვართ სასამართლო, ჩვენ ვართ სამართალი", – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს მოქალაქის ჩამორთმეულ ქონებაზე უფლების აღდგენა, რომელშიც ამჟამად ოჯახთან ერთად, გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს. დავის მხარეები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არიან.
სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, დასახელებული სამინისტროების მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.
თბილისის საქალაქო სამართლოში როლანდ ბლადაძის საქმეზე პირველ სხდომას სხვადასხვა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომას ესწრებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და სამართლის დარგის სპეციალისტები. სხდომის მონიტორინგი განახორციელა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა. მოქალაქეთა სიმრავლის გამო, მოსამართლეს დასაწყისშივე სხდომის დარბაზის შეცვლა მოუხდა. საქმეზე მორიგი პროცესი 2016 წლის 15 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.
ამავე თემაზე:
„ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის“
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადაო ქონების საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება
გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! – "ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ
გიორგი პაპუაშვილს სააპელაციო სასამართლომ ქონებაზე ყადაღა მოუხსნა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს
ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე
გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს
"ახალგაზრდა ადვოკატები" პარლამენტს გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისთვის მიმართავს
პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს
"პროკურატურის ახალი დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენას დააჩქარებს"
ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება
"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"
"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს
ევროპარლამენტი უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრებას ეხმაურება
"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"