სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ბავშვთა უფლებების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიშში სხვადასხვა სახის პრობლემებზეა საუბარი; მათ შორის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ძალადობისგან დაცვის, 5-წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის, ინკლუზიური განათლების დანერგვის ხარვეზებსა და ა.შ.
"ერთერთი მთავარი პრობლემა კვლავ რჩება 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრობლემა. ამ მხრივ აუცილებელია პრევენციისთვის გარკვეული ზომების მიღება. მათ შორის, სპეციალური სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის შემუშავება, რომ მოხდეს პრევენცია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის. პრობლემები ხდება იგივე ძალადობის კუთხით, მათ შორის, ჩვენი წინადადება, რომ გამკაცრებულიყო ზოგადად კანონმდებლობა და უფრო დაცულიყო ბავშვი ძალადობისგან, ჯერჯერობით ეს რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. არ არსებობს ნორმალური კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის, როდესაც ბავშვთა ძალადობაზე ვსაუბრობთ", _ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს უჩა ნანუაშვილმა.