საქართველოს მთავარი პროკურორის ინფორმაციით, არასრულწლოვნებში პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია. ამის შესახებ ირაკლი შოთაძის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მან საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, 2009 წელს – 42,6%; 2010 წელს – 39,7%; 2011 წელს – 24,6%; 2012 წელს 11,1%; 2014 წელს – 12,5%; 2015 წელს – 9,4% ხოლო 2016 წლის 4 თვეში 6,9%-ია.
რაც შეეხება დაყვანილი არასრულწლოვნებში საპატიმრო გირაოს გამოყენების მაჩვენებელს, ამავე ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელ წლებში ესეც მინიმუმამდეა დაყვანილი.
"თამამად შეიძლება ითქვას, რომ არასრულწლოვნებში პატიმრობის შემცირება არა საპატიმრო გირაოს, არამედ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების და დევნის ალტერნატიული მექანიზმების ხარჯზე მოხდა. 2013-2015 წლებში საპატიმრო გირაოს გამოყენება არასრულწლოვნების მიმართ 2009-2011 წლებთან შედრებით განახევრებულია, ხოლო 2016 წელს აღკვეთის აღნიშნული ღონისძიება მხოლოდ ერთ პირს შეეფარდა", _ აღნიშნულია შოთაძის ანგარიშში.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2009 წელს გირაო 22,5%-ში გამოიყენეს; 2010 წელს – 29,1%; 2011 წელს – 25,8%; 2013 წელს – 12.0%; 2014 წელს- 17,5%; 2015 წელს – 10,7%; ხოლო 2016 წლის 4 თვეში – 1.7%.
ამავე ანგარიშის მიხედბით, არასრულწლოვანთა მიმართ გამოყენებული საპატიმრო სასჯელების მაჩვენებელშიც დაბალია.
კერძოდ, 2013 წელს ეს მაჩვენებლი – 12% იყო; 2014 წელს – 17%, 2015 წელს – 9%, ხოლო 2016 წლის 4 თვეში – 0.38%.
ამავე თემაზე: