"მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 30 მაისამდე პერიოდში 28 სამსახურებრივი შემოწმება ჩატარდა, რომლის შედეგადაც:
• პროკურატურის სისტემიდან დაითხოვეს 2 თანამშრომელი;
• დისციპლინური სახდელი შენიშვნა გამოეცხადა 3 თანამშრომელს;
• სარეკომენდაციო ბარათი გაეგზავნა 3 თანამშრომელს;
• 2თანამშრომელი სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა პროკურატურის სისტემიდან.
• სამსახურებრივი შემოწმებით არ დადასტურდა თანამშრომლების მიერ გადაცდომის 11 ფაქტი;
• საკონსულტაციო საბჭოსათვის განსახილველად გადაგზავნილია 7სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა 7თანამშრომლის მიმართ, დისციპლინური სახდელის კონკრეტული სახის შეფარდების საკითხის გადასაწყვეტად;
• ამჟამად სამსახურებრივი შემოწმება მიმდინარეობს გადაცდომის 10 ფაქტზე”, _ ამის შესახებ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მან საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.
გარდა ამისა ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 30 მაისამდე პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში:
• გამოძიება დაიწყო 7 სისხლის სამართლის საქმეზე;
• სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო1 პირის მიმართ, მოქალაქის მიერ, პროკურატურის სახელის გამოყენებით სხვისი კუთვნილი 18800 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
• აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოშეეფარდა1 პირს;
• გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 3 საქმეზე 4 პირის მიმართ:
o არსებითი განხილვით – 2 საქმეზე 3 პირის მიმართ, კერძოდ: 1 საქმეზე 2 ადვოკატის მიმართ თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; აგრეთვე, 1 საქმეზე პროკურატურის ყოფილი მუშაკის მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით.
o საპროცესო შეთანხმებით – 1 საქმეზე 1 პირის – პროკურატურის მრჩეველის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
• გამოძიება შეწყდა 1 სისხლის სამართლის საქმეზე;
• ამჟამად გამოძიებას ვაწარმოებთ34 სისხლის სამართლის საქმეზე;
• სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს სისხლის სამართლის 29 საქმეზე 37 პირის მიმართ;კერძოდ: 27 პირის მიმართ – მოქალაქეების მიერ ყალბი აზომვითი ნახაზების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 947 760 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტზე; მიწის ყალბი აზომვითი ნახაზის შემდგენი7პირის მიმართ; საჯარო რეესტრის 2თანამშრომლის მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე;1ნოტარიუსის მიმართსამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე;
2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 30 მაისამდე პერიოდში პროკურატურის გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე 97 პირის მიერ დატოვებული იქნა 111 შეტყობინება", _ აღნიშნულია მთავარი პროკურორის ანგარიშში.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო, რომლის წინაშეც არის მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებული, შედგება 15 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაშია იუსტიციის მინისტრი, პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 პროკურორი წევრი, ასევე, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლები,მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
საპროკურორო საბჭოს ევალება ექვს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის იმ ანგარიშის მოსმენა, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამავე თემაზე:
რამდენი არასრულწლოვანი განარიდეს სასჯელისგან