"რადიო თავისუფლებისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტ „ ინტერVIEW“ -ში საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საყდრისის თემაზე ისაუბრა:
_ ”ნაციონალურ მოძრაობას” უნდა თეთრი შავად შეაფასონ. რასაც ჰქონდა საყდრისში სიძველესთან კავშირი ყველაფერი ამოღებულია და სათანადოდ ინახება.
როცა პრემიერი ვიყავი შევხვდი საყდრისის დამცველებს. ეს თემები ათასჯერ გავიარეთ და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცით.
რაც ფასეული იყო, ამოღებულია, მუზეუმის დაფინანსება მიდის, ინვესტორებმაც გამოყვეს ფინანსები და საუკეთესო მუზეუმი ექნება საქართველოს. მსოფლიოში ბევრი პრეცედენტია როცა სკულპტურები გადაიტანეს, _ აღნიშნა ივანიშვილმა.