https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დავით აღმაშენებელმა რაც გააკეთა, მსგავსი რამე გვაქვს გასაკეთებელი _ ინტერვიუ განათლების ახალ მინისტრთან

17:06; 3.06.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თუკი სანდრო ჯეჯელავას პერსონალური და პროფესიული კომპეტენციები გაინტერესებთ, მისი LinkedIn-ის პროფილი შეისწავლეთ. მშრალად, მაგრამ სრულყოფილად იქ მის ყველა საკვანძო წარმატებას ნახავთ _ წერს ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი, რომლის სტატია, სათაურით "მწვრთნელის ინდიგო" indigo.com.ge-ზე გამოქვეყნდა.

„მენეჯერი 20-წლიანი გამოცდილებით ფუნქციონალურ და საპროექტო მენეჯმენტში. წარმატებული გამოცდილება დიდ, კომპლექსურ, ქართულ და საერთაშორისო პროექტებში. განმანათლებელი 10-წლიანი გამოცდილებით აკადემიური სწავლებისა და პროფესიული ტრენინგების სფეროებში. არის სერტიფიცირებული საერთაშორისო პროექტის მენეჯერი და ქოუჩი. ღრმა ექსპერტული კომპეტენცია საბანკო საქმეში, საჯარო სექტორში, უმაღლესი განათლების სისტემაში, საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და ბიზნეისის IT ინტეგრაციაში. მათემატიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში აქვს მაგისტრის ხარისხი. თავისუფლად ფლობს ინგლისურს და რუსულს“.

ამ მოკლე წარდგენას მოჰყვება გამოცდილების გრძელი და დეტალური ჩამონათვალი, სანდროს საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერები და 94 პერსონალური რეკომენდაცია, რომელსაც მას ძირითადად მაღალი რანგის მენეჯერები აძლევენ, მათ შორის – პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ამ ნაწილში გაიგებთ, რას ფიქრობენ სანდროს მოსწავლეები და კოლეგები ამ „შთამაგონებელ ლიდერზე, მასწავლებელსა და კარგ მეგობარზე“. 

ამ სიაში ჩემი რეკომენდაციაც რომ ყოფილიყო, ალბათ ასეთი იქნებოდა: 20 წელია, რაც სანდროს ვიცნობ და ყოველთვის მუცელი ხელით მიჭირავს, იმდენს ვიცინი მის ხუმრობებზე. ცხოვრებაზე ხელი ჩაქნეულიც რომ მქონდეს, მასთან 5-წუთიანი შეხვედრაც საკმარისია, რომ ცა ქუდად არ მიმაჩნდეს და დედამიწა ქალამნად, მათემატიკა და ფიზიკა რომ კარგად იცის, მაგაზე აღარც დავწვრილმანდები, თუმცა, თუკი მართლაც რამე მაკვირვებს მასში, ეს მისი ტრანსფორმაციის უნარია. სანდრო 20 წლის წინ, 15, 10, 5 წლის წინ და სანდრო ახლა სულ სხვადასხვანაირი ადამიანია.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მასთან მუშაობამ და მეგობრობამ მოგცეთ, ესაა უნარი, გაიგოთ ვინ ხართ და შეცვალოთ თქვენი თავი.

ეს ინტერვიუც იმაზეა, თუ როგორ „წვრთნის“ სანდრო ჯეჯელავა საკუთარ თავს და ადამიანებს თავის გარშემო.  

_ სანდრო, როგორ ფიქრობ, ამ  მომენტში რა არის ყველაზე აუცილებელი შენთვის პერსონალური და პროფესიული წარმატებისთვის?

_ მე რომ ოქროს თევზი შემხვდეს, ვეტყოდი: შემომიფარგლე თბილისიდან 1000-კილომეტრიანი რადიუსი და ისე გააკეთე, რომ ამ ტერიტორიაზე ყველა მიცნობდეს – ეს პირველი; მეორე – არ მოვკვდე კიდევ 30 წელი; და მესამე – ფუნდამენტური ცოდნა მჭირდება! აი, ამ სამს ვეტყოდი და დამთავრდებოდა ჩემი შრომა და დაიწყებოდა მოღვაწეობა.

_ რატომ მაინცდამაინც 1000-კილომეტრიანი ცნობადობა, რაში გჭირდება?

_ რომ დამიჯერონ. მე ხომ განმანათლებელი ვარ?! ჩემი ამოცანაა, სხვების ცხოვრება შევცვალო. სხვების ცხოვრება რომ შეცვალო, უნდა იყო ცოცხალი, მაგარ რამეებს ლაპარაკობდე და გიჯერებდნენ! ცნობადობა სანთლის მაღლა დადგმის მცდელობაა. ანთებულ სანთელს მაგიდის ქვეშ არავინ დგამს, სანთელი რაც შეიძლება მაღლა უნდა იყოს,  რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუნათოს. მე რომ არავინ მიცნობდეს, დამიჯერებდა 10 კაცი, თუ ჩემს მეგობრებს, მეზობლებს და თანამშრომლებს დავუმატებთ – 100-ზე ავდივარ, მერე 1000-ზე და ა.შ. ახლა, ალბათ მიცნობს 10 ათასი ან 100 ათასი საქართველოში და მინდა 10 მილიონი. რატომაც არა?! აი, მომავალ წელს, მაგალითად, სტენფორდში ვაპირებ დოქტორანტურაში ჩაბარებას. 

_ და რისი გაკეთება მოგიწევს სტენფორდში მოსახვედრად?

_ ყველაფრის! იმდენად მაღალი კონკურსია, რომ ერთადერთი შანსია, თუ რომელიმე იქაური მაგარი პროფესორი იტყვის: ეს კაცი მე მინდა დოქტორანტად. ამიტომ ახლა „ნეტვორკინგის“ ამოცანას ვჭრი, ვფიქრობ, როგორ მივაგნო საჭირო ტიპებს, იმ  პროფესორებზე რომ გამიყვანენ, რომლებიც მე მაინტერესებს, რომ ჩავიდე და მოვხიბლო ეს ადამიანები.

_ ამ ეტაპზეც მაინც გჭირდება სწავლის გაგრძელება?

_ ბევრ ამოცანას, რომლის მიღწევაც მინდა, სჭირდება საერთაშორისო ავტორიტეტი. ჩემი ავტორიტეტი, ჯერჯერობით, მხოლოდ ქართულია. საერთაშორისო ავტორიტეტს 5 წელიწადში კავშირებით ვერ მოიპოვებ და, საერთო ჯამში, ეს 5 წელიწადიც არ გეხარჯება, თუ სტენფორდის  დოქტორანტი ხდები. რა წამსაც ეს მოხდება, იმ წამს შეიძლება დააკაკუნო, მაგალითად, არაბული კომპანიის კარზე. ეს ერთი; და მეორე – მიმაჩნია, რომ სიღრმისეული ცოდნა არა მაქვს, რაღაც წიგნები რომ წამიკითხავს, ეგ არ ითვლება. ორგანიზაციული ქცევა მაინტერესებს: მოტივაცია, ზრდა, გუნდურობა, კულტურა, კონკურენცია ანუ ფსიქოლოგიისა და ბიზნესის გადაკვეთა. კონკრეტულად სტენფორდი კი იმიტომ  მინდა, რომ  მგონია, აქაურობას თუ გინდა დაეხმარო, ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით,  „სილიკონის ველზე“ უნდა მოხვდე.

_ საკმაოდ რთულად მისაღწევი მიზანი სრულიად რეალისტურად მიგაჩნია, რა არის ის, რაც თვითრწმენას გაძლევს? 

_ ეს არის ჩემი დანიშნულების ძალიან ცხადი გააზრება. მე რომ განმანათლებლობა მინდოდა, პროფესორობა და ლექტორობა რომ მინდოდა და სულაც არ მინდოდა ბიზნესი და დირექტორობა – ეს ვიცოდი, ოღონდ ცხოვრება აირია და ამ არეული ცხოვრების რიტმში გავუყევი სხვა გზას, ფულის დინებას, სტატუსის დინებას, ოჯახის შექმნის დინებას.

შეიძლება ითქვას, რომ 20 წელი სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრე, ვაკეთებდი იმას, რასაც ჩემგან მოელოდნენ და არა იმას, რაც მინდოდა. ჰოდა, აი, ამ იდეასთან დაბრუნების პროცესში ვარ. ახლა რომ ვიყო 28 წლის, ვიფიქრებდი, რომ ძალიან ბევრი დრო მაქვს ამის გასაკეთებლად, არადა, 5 წელიწადში რომ დავბრუნდები, 48 წლის ვიქნები და ახლა ვითვლი, რამდენი პროდუქტიული წელი დამრჩა კიდევ, მაინტერესებს, ჯანმრთელობას რომ არ ვუვლიდი, ამ პირობებში რას მოვასწრებ.

იცი, როგორ არის, 40-დან 50 წლამდე თუ არ მოკვდი, მერე გაქვს 80-პროცენტიანი შანსი, რომ 80-ს მიუკაკუნო. ახლა 50-მდე უნდა მივაღწიო – ეს არის ამოცანა… მაგრამ ფუნდამენტური დასაყრდენი, მაინც ღმერთის რწმენაა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება – კარგიც და  ცუდიც – დაკავშირებულია ღვთის ნებასთან, აი, ასე. პირდაპირ. მე რომ ღმერთის არ მჯეროდეს, ვერ ვხვდები, როგორ გავუმკლავდებოდი რთულ გამოწვევებს. თუ ისეთ რამეს აკეთებ, რაშიც ღმერთის ხელშეწყობა გაქვს, მაშინ საშიში აღარაფერია – თუ ღმერთი შენკენაა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, შენ წინააღმდეგ ვინ იქნება?!

_ კონკრეტულად მართლმადიდებლობაა შენთვის ღირებული?

_ იცი, ასე ვიტყოდი: სწორედაც რომ მართლმადიდებლობაა ღირებული, მაგრამ ეს შეიძლება მარკეტინგის შედეგი იყოს. შეიძლება, სხვა ბაზარს დაქვემდებარებული რომ ვყოფილიყავი, მაგალითად, მეცხოვრა იტალიაში, კათოლიკეც ვყოფილიყავი. იცი რა, სახარებაში ყოველ მეორე სტრიქონში წერია – შენს თავს მიხედე, შენს თავს უშველე! ჰოდა, რატომ უნდა გამოვიძიო, ვინ არის მართალი და ვინ არა? იყო დრო, უეკლესიო მორწმუნეც ვიყავი, ახლა მამა ლევანთან დავდივარ და ასე მირჩევნია, მაგრამ ისეც არ ვიყავი ცუდად: ღმერთის მჯეროდა, პატიოსნების, მოკლედ, ბევრი კარგი რამის მჯეროდა და მჯერა.

_ ამბობ, რომ საერთაშორისო ავტორიტეტი და გავლენა გჭირდება. რისთვის, რა არის ამ ეტაპზე შენი მამოძრავებელი ამოცანები? 

_ პირველი – დარწმუნებული ვარ, ისეთი დრო დადგა, როდესაც ქართველს ყველაზე მაღალი შესაძლებლობები აქვს მსოფლიო მასშტაბით. ძალის ეკონომიკა შემცირდა, ტვინის ეკონომიკა გაიზარდა, ნავთობი გაიაფდა, ტვინი გაძვირდა. ამიტომ მგონია, რომ ახლა ნიჭიერ ტიპებს საწვავი რომ ჩაუსხა, შესაძლებელი იქნება გლობალური სიკეთეები გავიდეს ამ ქვეყნიდან ჯართის ნაცვლად.

მეორე – ტექნოლოგიები, დღეს ისეთი რამეები ხდება შესაძლებელი, როგორიც წინათ წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, შეგვიძლია კომაროვის შაბათის სკოლა საერთაშორისო პროდუქტი გავხადოთ და არაბ ბავშვებს მათემატიკა ვასწავლოთ.

მესამე – მილენიალები, ანუ ახალი თაობა. ეს მილენიალები სასწაული ხალხია, ესენი არიან, ვინც ქმნიან ფეისბუკებს და ვირტუალურ რეალობებს. მოკლედ, ნამდვილი გენიოსები. ჩვენთან ეს არის ყველაზე მცირერიცხოვანი თაობა ბოლო 50 წელიწადში, 90-იანებში რომ აირია ქვეყანა, შობადობა შემცირდა და დემოგრაფიული ორმო გაჩნდა. 600 ათასი ადამიანი გვაკლია 5-25 წლის ასაკის შუალედში. და, თუკი ესენი არიან ჩვენი იმედი და ეს იმედი არის რაოდენობრივად ცოტა, მაშინ მათ ძალიან მაგარი ხელშეწყობა სჭირდებათ. მე, სხვა რამეებთან ერთად, ხელშეწყობაში ვგულისხმობ ეთნიკური ქართველების, ან თუნდაც არაქართველების, მოზიდვას შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან.

მოკლედ, დავით აღმაშენებელმა რაც გააკეთა, მსგავსი რამე გვაქვს გასაკეთებელი – მაშინ მას მებრძოლები სჭირდებოდა, ახლა ჩვენ გვინდა ინტელექტუალური ლაშქარი. ისეთი ღრმა რწმენა მაქვს ამ ტიპების, რომ მგონია, მათ თუ გახსნაში დავეხმარებით, სასწაულებს ჩაიდენენ.

მეოთხე – სასაკოლო განათლება, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას  და მგონია, რომ თუ განათლების სისტემის ცვლილება არ მოხდა, დაიღუპებიან, გაუბედურდებიან ეს მილენიალები. უნდა შევქმნათ სასკოლო განათლების  ალტერნატივები.

მეხუთე – სოციალურ იდეაზე დაფუძნებული ბიზნესის პოპულარობის გაზრდა. ფეისბუკი, ამაზონი, სხვები, ვისაც უნდათ მსოფლიოს შეცვლა, ამბობენ: დღეს ფულის კეთება არ შეიძლება იყოს მთავარი მიზანი, თუ ჩვენ ხალხს უკეთეს ცხოვრებას მოვუტანთ, ფული გაკეთდება და მეც გულწრფელად მჯერა ამ იდეის. ამის პროდუქტია მართვის აკადემიაც.

დაბოლოს, ჩემი მეექვსე მამოძრავებელი იდეა. რაღაც პერიოდია, ვფიქრობ, რა კონკურენტული უპირატესობა აქვთ ქართველებს, რაღაც ხომ უნდა ჰქონდეთ განსხვავებული? ჰოდა, ჩემი აზრით, ქართველები განსაკუთრებული მეწარმეები, ანტრეპრენიორები არიან. როდესაც მტკიცებულებებს ვეძებ, ვხედავ, რომ ყველანი, ვინც საქართველოს გარეთ წარმატებულები გახდნენ, ანტრეპრენიორები იყვნენ. ანუ აუცილებელი პირობა მაქვს – იმისათვის რომ ანტრეპრენიორი გახდეს, ქართველს  ძალიან მრავალფეროვან გარემოსთან უნდა ჰქონდეს შეხება. მის წინ რუსები, ამერიკელები და იაპონელები უნდა დადიოდნენ ბლომად. იმ დღეს ვფიქრობდი, 17 მაისის ცნობილ ფოტოზე ორი ტიპი რომ არის გამოსახული, ძალიან მრავალფეროვან გარემოში რომ ჩამასმევინა, მგონია, რომ ცოტას „წაუგრუზინებდა“, ცოტა ხანში კი იტყოდა: „რა კაი პონტია კაცო, აქ შეიძლება მეც რაღაც სასარგებლო მოვაკვარახჭინო!“ და ტოლერანტი გახდებოდა, მაგრამ თავისიანებში რომ დამებრუნებინა, ისევ დაიბოღმებოდა.

_ შენ განათლების სისტემის ალტერნატივებს ეძებ, რას გულისხმობს ამაში? 

_ ვფიქრობ, რომ სკოლის პარალელურად გვჭირდება რაც შეიძლება ბევრი სივრცე, სადაც ბავშვებს მივცემთ ინტერნეტს, ტექნოლოგიებს და მენტორებს. ეს ბავშვები ამ  სივრცეებში თვითონ ისწავლიან. შენ ეუბნები: გამარჯობა ბავშვებო, ჩვენ გვაქვს პრობლემა – ვაკის პარკი ძალიან დანაგვიანებულია და უნდა გავასუფთაოთ. მოკვლევა, გეგმა და მერიისთვის წინადადების შეთავაზება – მათი ამოცანა იქნება. ხვალ მოდიან იგივე ბავშვები და ვაძლევთ ახალ დავალებას: რიგებია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ანუ დიდების პრობლემებია, აქვთ საშუალებები და გენიალური თავები აბიათ, ჰოდა, უნდა გადაჭრან! მგონია, რომ ასეთი „თვითსწავლის“ სივრცეები ჩვენს ბავშვებს მისცემს იმას, რასაც ვერ აძლევს განათლების სისტემა.

_ თავად როგორ ზრდი შვილებს?

_ ასეთი რამე წავიკითხე, შვილები კი არ აღზარდოთ, თქვენი თავი აღზარდეთ და შვილები დაგემსგავსებიანო. ანუ ჩემი სტრატეგია თუ უსტრატეგიობა ისაა, რომ მე თვითონ მაქსიმალურად რეალიზებული მინდა გავხდე. შეიძლება ვცდები, მაგრამ ერთი, რასაც ჩემი შვილები ვერასდროს მეტყვიან, ესაა, რომ რამე დავაკელი შრომას, საქმეს, მისიას. და მეორე, მინდა გავათავისუფლო სტერეოტიპებისგან. მაგალითად, ჩემს უმცროს შვილს ვეუბნები – თუ არ მოგინდება უმაღლესი განათლება, არ ისწავლო-მეთქი. ვუხსნი, რომ ოთხი წლის და ბევრი ფულის დახარჯვა იმაში, რაც ზუსტად არ იცის უნდა თუ არა, ცოტა საშიშად გამოიყურება.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ნაკლები კონკრეტული სტრატეგია ჩემს შვილებთან მიმართებით მაქვს. ძალიან მინდა, რომ იყვნენ ბედნიერები, ეს ბედნიერება კი იმაშია, რომ საკუთარ თავს მისცენ ბედნიერების უფლება. ჩვენი უფროსი შვილი 18 წლის რომ გახდა, ცალკე ცხოვრება მოინდომა და ჩვენც დავეხმარეთ – პატარა ბინა ვუყიდეთ. ყოველთვის ასე არ იყო, სამწუხაროდ. ჩემს პირველ შვილს ბევრი უვარგისი ჭკუის სწავლების მოსმენა მოუწია, რისიც ახლა ძალიან მრცხვენია, თუმცა რა ვქნა, მეტი ჭკუა არ მქონდა და ახლა ვცდილობ, ასე აღარ გავაკეთო.

_ რაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ, ყველაფერს პოზიტიურ, ოპტიმისტურ ჭრილში ხედავ, მაინტერესებს, რისთვის გაკრიტიკებენ ყველაზე  მეტად, რაში „გაფუჭდი“, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ? 

_ პირველი, მთავარი და მეგაშეცდომა ის იყო, რომ დაახლოებით ასე 30 წლის განმავლობაში მეგონა, რომ მე ვიყავი ჩემი წარმატების საფუძველი, რომ „ყველაფერს ჩემით მივაღწიე“. მე ვიყავი ნიჭიერი, მე ვისწავლე სხვებზე კარგად, მე ვიყავი მებრძოლი და გამოვჯანმრთელდი 2 წლის ასაკში – ეს   არის ტყუილი, ტრაგიკული, სამარცხვინო ამპარტავნება, რომელიც არ შეიძლებოდა ბევრ ადამიანს არ შეხებოდა. ვიღაცა მიზიარებდა თავის პრობლემას, მე კი ვეუბნებოდი: არა რა, შენა ხარ სუსტი, მაგას როგორ ვერ მიხვდი, ეგ როგორ ვერ გააკეთე, მეტი უნდა გესწავლა, მეტი უნდა გეშრომა, არადა სისულელე – ორი პროფესორი გყავდა სახლში და სამი აკადემიკოსი, მცხეთის 2 ნომერში დაიბადე, შევარდნაძის ბინიდან ორი სართულით ქვემოთ და სხვაზე მაგარი ხარ, არა?!

მეორე ასეთი გრძელვადიანი, სისტემური შეცდომა იყო, რომ მჯეროდა: ჯერ თავო და თავო! სოციალურ პასუხისმგებლობას ვაყენებდი პირადზე, ოჯახურზე უკან, ეს როგორ დამემართა, არ ვიცი, მაგრამ ასე იყო. რაღაც მომენტში კაპიტალისტზე მეტი კაპიტალისტი გავხდი – ვინც ღარიბია, სამართლიანადაა ღარიბი, ვინც მდიდარია – იმიტომ, რომ დაიმსახურა. მოკლედ, მგონი ამის გამო ძალიან ბევრი შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან, შემეძლო ცოტა მომეკლო საკუთარი თავისთვის და სხვისთვის მიმეხედა, მატერიალურად, პროფესიულად.

კიდევ ერთი – პოზიტიურობას, ოპტიმიზმს ერთი ნაბიჯი ჰყოფს ჯიუტობისგან  და ხანდახან მრცხვენია ხოლმე, რომ სათანადოდ არ ვუსმენ ხალხს, რომელიც მიხსნის, რა მეშლება. ამ მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიდი პროგრესი მაქვს.

და ბოლოს, ჯანმრთელობის უგულებელყოფა, რაც რას მივაწერო – უკულტურობას, დაუდევრობას, ახალგაზრდულ  სიშტერეს თუ რას, არ ვიცი.

_ მართვის აკადემიის მთავარი ამოცანაა მენეჯერებისთვის იმ უნარების გადაცემა, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში  დაეხმარება. რაღაც თვალსაზრისით, ყველა ინდივიდუალური მენეჯერები ვართ, გადაწყვეტილებების მიმღები არსებები, ჰოდა, რაშია აქ  წარმატების საიდუმლო?

_ ძალიან ფუნდამენტური რამეა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. როგორც წესი, დამსახურებას სულ ჩვენზე ვიწერთ და რაც ფუჭდება, სხვისი ბრალია. მე თუ სამსახურში მიმიღეს, იმიტომ, რომ ჭკვიანი ვარ და თუ არ მიმიღეს, იმიტომ, რომ ჩაწყობითაა. თუკი მანქანაში შუშებზე ჩვენს დახატულ ნახატებს გავაკრავთ, მანქანას ხომ ვეღარ ვმართავთ?! მოკლედ, აქ მთავარია, რომ რეალობას შეხედო თვალებში. სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად ძნელი.

ასევე, ამბობენ, რომ როგორც თითოეულ ორგანიზაციას მართავს საბჭო, ხელმძღვანელების გუნდი, ასევე ჩვენს თავებში ცხოვრობენ სხვადასხვა ხმები – დედის, მამის, დავით აღმაშენებლის, ნაცარქექიასი და ა.შ. და როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები, ყველა თავის მოსაზრებას გამოთქვამს. სანდრომ გადაწყვიტა ვარჯიში, ნაცარქექია ეუბნება: არ წახვიდე, გაცივდები, დღეს  წვიმს, მე შენზე ვზრუნავ. ამ „მაჯლაჯუნებმა“, რომლებიც იდეალურად გიცნობენ, უზუსტესად იციან, როდის რა უნდა გითხრან, რომ გაგაზარმაცონ, შეგაშინონ. თუ გინდა, რომ წარმატებული მენეჯერი გახდე, მაშინ გახდი ამ შინაგანი საბჭოს თავმჯდომარე. მოუსმინე ნაცარქექიას, მაგრამ გადაწყვეტილება შენ მიიღე.

რაც მთავარია, უნდა  იცოდე, სად მიდიხარ. შუქურასავით ვარსკვლავია საჭირო და თუ არ დაისახე მიზანი, მისია, დანიშნულება, მოწოდება, ვერ მიხვდები გზაჯვარედინებზე საით უნდა გაუხვიო, მარჯვნივ თუ მარცხნივ.

და ბოლოს, ამ ჯადოსნური რეცეპტის მეოთხე კომპონენტი – ვინც არ უნდა იყო, უნდა გქონდეს ამოცანა, რომ ყოველდღე რაღაც ახალი შეიძინო, განვითარდე. 

_ დარწმუნება შენი ერთ-ერთი სამუშაო ინსტრუმენტია, ჰოდა როგორ ხიბლავ ადამიანებს?

_ ასეთი უცნაური შემთხვევა მქონდა, საქმიან შეხვედრაზე დაახლოებით ერთ საათს ვესაუბრებოდი ადამიანს ისე, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ მითქვამს. გამარჯობა ვუთხარი და დაიწყო იმან ლაპარაკი, 60 წუთი ილაპარაკა, მე შიგადაშიგ  ვამბობდი: აჰა, ოჰო, მმმ, ააა, აჰა-აჰა, მერე იმ კაცმა საათზე დაიხედა და თქვა: ვაიმე, შემდეგი შეხვედრა დამეწყოო და გაუჩინარდა. უკანა გზაზე მანქანაში განცვიფრებული ვფიქრობდი, ნეტა ახლა რა მოხდება? იმავე დღეს დამირეკა ჩვენმა შუამავალმა და მითხრა, გადარეულია, გაგიჟებულია, ეს რა კაცი გამაცანიო, აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მასთანო! მოკლედ, შენთან თუ ადამიანი კარგად გრძნობს თავს, ე.ი. მოხიბლულია.

ბავშვობაში გვეუბნებოდნენ, მთავარია გაგებაო და ეს აღმოჩნდა სიმართლე. ოღონდ ამას დღეს ჰქვია ემოციური ინტელექტი. როგორც დედამიწა დგას სამ ვეშაპზე, ისე დგას ემოციური ინტელექტიც სამ საყრდენზე.

პირველი – იცოდე შენი თავი. ემოციურად ინტელექტულურმა ადამიანმა იცის რა სჭირს, რამ გააბრაზა, რატომ მოიწყინა, ერევა ამას და გარეთ არ გადმოანთხევს. ანუ მოხიბვლის პირველი ნაწილია არგანხიბვლის უნარი. მეორე კომპონენტი – მიხვდე სხვა ადამიანში რა ხდება, რაში დაგეთანხმა, როდის მოიწყინა, იცოდე ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციით, რა სჭირს ამ ადამიანს. მესამე და მთავარი ემპათიაა, უნდა შეგეძლოს მიიღო და დაეთანხმო ადამიანს, თუნდაც შენდამი ნეგატიურ განწყობაში. ემოციური ინტელექტი ამ ბოლო დროს მართვის, ხალხის მოხიბვლის, დარწმუნების ცენტრალურ კომპონენტად განიხილება.

_ დასაწყისში თქვი, რომ ძალიან ცხადად და მკაფიოდ ხედავ შენს მისიას, ბევრი ვალი გაქვს დასაბრუნებელი, რას გულისხმობდი ამაში?

_ როგორც გითხარით, დაახლოებით ასე 30 წლამდე, თავაწეული დავდიოდი და გავიძახოდი, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე. მერე ვიღაც ჭკვიან ადამიანს მოვუსმინე, რომელიც ამბობდა, იცი რა, სანდრო, კი, შენითაც, შენი კონტრიბუციითაც, მაგრამ ეს მარტო შენ არ გაგიკეთებია! როგორც კი ეს გავიაზრე, უცებ ჩემში იმდენი ინვესტირებული ტალანტი ამოცვივდა, რომ გადავირიე. ხომ გგონია, რომ 2 კაცმა გაგზარდა, აღმოჩნდება, რომ 90-ს გაუზრდიხარ.

მოკლედ, მივხვდი, რომ ჩემი მეზობლის, თენგო ჩოლოყაშვილის ვალი მაქვს, რომელმაც პროფესია მაპოვნინა, აღმოჩნდა, რომ გრიშა წულაიას ვალი მაქვს, რომელმაც ინსპირაცია მომცა კომაროვში ჩამებარებინა, ვანო კვიტაშვილის და ლევან როინიშივლის ვალი მაქვს, რომლებიც ისეთი მაგრები იყვნენ ჩემს კლასში, რომ სხვა შესაძლებლობები დამანახეს, ექიმის, რომელმაც გადამარჩინა, დის, დედის და მამის ვალი ხომ მაქვს და მაქვს, რამდენიმე სუპერმენეჯერმა კარგი მმართველობის მაგალითი მაჩვენა, რამდენიმემაც – ცუდის. მოკლედ, ვინც კი გაიარა ჩემს გზაზე, ყველას ვალი მაქვს. ამ  ხალხმა იზრუნა, რომ ჩემგან რაღაცა გამოსულიყო. ჰოდა, როგორც კი ამას მივხვდი, გამიჩნდა მისიაც – საკუთარ თავს ვუთხარი – მეც უნდა გამოვადგე ვიღაცას. ეს ვალების თეორია ერთი მხრივ რთული რამე კია,  მაგრამ ამავე დროს კარგი ამოსავალი წერტილიცაა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე:თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

19:37; 23 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში

18:51; 23 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველო საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს, თუ როგორ ცრუობს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი

14:35; 23 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო სიღარიბის მაჩვენებელი 21,3 პროცენტიდან ჩამოსულია 9,4 პროცენტამდე

13:55; 23 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი: „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი

16:10; 21 თებერვალი, 2026

"ექიმბაში რომ ჯანდაცვის მინისტრად დანიშნონ, მოგეწონებათ?" - ლორთქიფანიძე მინისტრის შეცვლას ეხმაურება

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტმა გაიზიარა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე:თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

19:37; 23.02.2026
პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში

18:51; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

18:34; 23.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა -სადამდე გამყარდება ლარი?

17:58; 23.02.2026
საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23.02.2026
სამართალი

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს

17:29; 23.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა

17:25; 23.02.2026
სამართალი

“საბოტაჟის საქმე”- რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს

17:24; 23.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 23.02.2026
საზოგადოება

მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს

16:44; 23.02.2026
საზოგადოება

მთავრობის ახალი განკარგულება- რამდენი ლარია გამოყოფილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

16:22; 23.02.2026
სამართალი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და კიდევ ორი პირი დააკავეს – რას ედავება მათ გამოძიება

15:57; 23.02.2026
საზოგადოება

“გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობას”- რის შესახევბ საუბრობს ივანე ჩხაიძე

15:16; 23.02.2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს ეტაპობრივად 129 900 ლარი ჩაარიცხვინეს”- თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:55; 23.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო