ყოფილი ჟურნალისტი და ახლა უკვე პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრი მერაბ მეტრეველი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება:
_ ჩვენ გვეგონა, რომ ის ქვეყანას მართავდა ჩრდილიდან, სინამდვილეში ჩემი სტატუსების და მასზე კომენტარების კითხვით ყოფილა დაკავებული, _ წერს მეტრეველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, დღეს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე საკუთარი წერილი შეაფასა და მას არაობიექტური ჟურნალისტი უწოდა:
_ მერაბ მეტრეველის რეპლიკა ვნახე, რომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას მოანდომა მთელი წერილი და წერილში მეტი არაფერი წერიაო. მერაბ მეტრეველი, ჯერ "კვირის პალიტრიდან" გვმოძღვრავდა და ჩემი აზრით, ვერ მალავდა აგრესიულ დამოკიდებულებას ხელისუფლებისამდი, იმის შემდგომ ტელეკომპანია "კავკასიიდან". ის არ იყო ობიექტური ჟურნალისტი", _ განაცხადა ივანიშვილმა.