"რამდენი ხანია არ გამოჩენილა, როგორ მიგვავიწყა და მოგვანატრა თავი…" _ გიორგი თარგამაძის ტელეეთერში გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარის ტააშემწე ზვიად კირტავა:
_ თუ ვინმეს მართლა მიგავიწყდათ: ეს გიორგი თარგამაძეა. 2007 წლის 7 ნოემბერს, "იმედის" დარბევის დროს ლამის ერთადერთი ჟურნალისტი, უვნებლად რომ "აორთქლდა" "იმედის" სტუდიიდან, მალევე აღდგენილი "იმედის" დახურვას და საბოლოდ "გატურფებას" რომ შეუწყო ხელი, რამდენიმე თვეში ახალი პარტია რომ შექმნა, მშვენიერი დაფინანსება რომ "იპოვა" უცებ, და მშვენიერი 8.66% შედეგი რომ "დადო" 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში _ დარბევიდან სულ რაღაც 6 თვეში, მაააშ!
მგონი, ეგრე მომგებიანად არავინ "დაურბევიათ" არსად, არასდროს!
P.S. ისიც ხომ გახსოვთ, მიშა სააკაშვილმა – ჩემს მერე გიორგი თარგამაძეს ვხედავ პრეზიდენტადო, რომ დაგვიბარა, _ წერს კირტავა.