ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ISLET GROUP-ის წარმომადგენელი იური ჯიბუტიც ესწრებოდა.
მოსახლეობა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კორპუსთან მოშორებით, გაზსატუმბი სადგურის მშენებლობას აპროტესტებს.
(R)