“გორში ბრიფინგი გავმართე ბატონ ზურაბ აბაშიძესთან და გორის ოფისის ხელმძღვანელთან, თამაზ შიოშვილთან ერთად.
გუშინ ღამით კი, გატეხეს ჩვენი ოფისი, წაიღეს 2 კომპიუტერი და იქ არსებული დოკუმენტაცია. ხელი არ უხლიათ სხვა მატერიალური ღირებულების საგნებზე. ქურდების ვარაუდით, წაიღეს ის მასალა, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ჩვენი მომხრეებისა და საქმიანობის შესახებ.
ვერანაირი ინფორმაციის მოპოვება ვერ მისცემს ხელისუფლებას განახორციელოს ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე.
ქურდობის ფაქტზე პატრული გამოიძახა, არა ჩვენი ოფისის თანამშრომელმა, არამედ საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ზენაძემ. მან განაცხადა, რომ იმ სახლში, სტალინის # 48-ში, სადაც ჩვენი ოფისია განთავსებული, ცხოვრობს მისი დეიდაშვილი, რომელიც დილის ხუთის ნახევარზე ძაღლს ასეირნებდა და შეატყობინა მომხდარის შესახებ. შემდეგ დაურეკა სოსო პაპიტაშვილს, რომელიც გორის ახალგაზრდული ცენტრის მთავარი სპეციალისტია. სწორედ მათ მიერ მოხდა პატრულის გამოძახება.
ჩვენ იმედი გვაქვს, პატრული რომელსაც მოსახლეობის 90% ნდობა აქვს, არც ჩვენ გაგვიმტყუნებს იმედებს და ამ ფაქტს სწრაფად გამოიძიებს”, _ განაცხადა ფანჯიკიძემ.