საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის რომ პილიტიკაში დაბრუნებას ფიქრობდეს, ყოყმანს არ დაიწყებდა. ამიშ შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"უკან რომ დავბრუნებულიყავი ყოყმანს არ დავიწყებდი, რაზეც ვიყოყმანე იმასაც ვნანობ. მე გავწირე თავიც და ოჯახიც, როცა პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ტრაგედია დატრიალებულიყო. თუმცა, ეს ჩემი სამშობლოა და რაც შემიძლია, უნდა ვიზრუნო მასზე,"– განაცხადა ივანიშვილმა
შეგახენებთ, რომ ამ წუთებშიც გრძელდება ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბეჭდური მედიის, ინტერნეტგამოცემებისა და რადიოს ჟურნალისტებთან.