პარიზში ახალი თავდასხმებია მოსალოდნელი. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, მანუელ ვალსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, ტერაქტების საფრთხე მაინც დიდია,"_განაცხადა ვალსმა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ამ კვირაში მომხდარი პოლიციელის მკვლელობის შემდეგ გააკეთა.
გავრცელებული ცნობით, პოლიციელი საკუთარმა მეუღლემ მოკლა, რომელსაც "ისლამური სახელმწიფოსთვის" ერთგულება ჰქონდა შეფიცული.