"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის თანამშრომელი სალომე სიგუა "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრისას ადასტურებს ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის, გიგა ბოკერიას შეხვედრის შესახებ.
სალომე სიგუას თქმით, შეხვედრა მხოლოდ გიგა ბოკერიას და გიორგი მარგველაშვილის შორის შედგა.
სიგუამ "გურია ნიუსთან" შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა და მცირედი კომენტარით შემოიფარგლა:
"საუბარი ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს," _ თქვა სალომე სიგუამ "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს.