ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და ლიდერებმა დეპუტატობის კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე დავით მჟავანაძე წარადგინეს.
"მე ვიცი, რომ აქ წარმოდგენილი ხარ სხვადასხვა დაბიდან, ოზურგეთიდან და მინდა მოგესალმოთ. ძალიან მეამაყება ვიდგე დღეს იმ სოფელში, სადაც პირველად 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სოფელი იყო, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვეთ და ყველამ იცის ვინ გაიმარჯვა. ასევე შუალედური არჩევნებში დაბა ნასაკირალში გაიმარჯვა ბესო ქათამაძემ და აქედან გამომდინარე გვაქვს იმედი შემდეგი გამარჯვება მოვიპოვოთ საპარლამენტო არჩევნებზე", _ თქვა ნიკა მელიამ, რომელმაც ასევე ბიძინა ივანიშვილს ძმაზე, ადიკო ივანიშვილზე და ბიზნესმენ ილა კეჭაყმაძის შესახებაც გააკეთა განცხადება.
"გურიაში არის მაფიოზური კლანი, ადიკო ივანიშვილის და ვინმე კეჭაყმაძის მეთაურობით. ისინი ინაწილებენ ყველაფერს. მათზე ნაკლებად საუბრობენ საზოგადოების ერთი ნაწილი და ვერ საუბრობენ საზოგადოების მეორე ნაწილი. მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს თუ რას აკეთებენ ისინი", _ განაცხადა მელიამ.
სოფელ ჭანიეთში სიტყვით გამოვიდნენ რომან გოცირიძე, სერგო რატიანი, სალომე სამადაშვილი და დავით მჟავანაძე.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად 2016 წლის 8 ოქტომბერს მივიღებ ჩვენთვის და ქვეყნისთვის სასურველ შედეგს. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სოფელი ჭანიეთიდან დავიწყეთ "ქართული ოცნების" დემონტაჟი და მსგავსი გამარჯვება მოხდა 2016 წლის შუალედურ არჩევნებში დაბა ნასაკირალში, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება," _ თქვა თავისი სიტყვის გამოსვლის დროს დავით მჟავანაძემ.