ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 79 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაღუპულთა უმეტესობა ფერმაში მომუშავეები არიან.
დანაშაულის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ინდოეთში მეხის ჩამოვარდნა ყოველწლიურად 2 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება.
როგორც ცნობილია, ინდოეთში წვიმების სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება.