ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით სპორტულ ცენტრს საკუთრებაში პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაეცემა სოფელ ჭალაში არსებული 7809 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა. აღნიშნულ ფართზე ლანჩხუთელი მორაგბეები გაივლიან წვრთნებს.
"ეს სტადიონი სპორტულ ცენტრთან არსებული რაგბის წრისთვის იქნება გამკუთვნილი. აქამდე მორაგბეები ჩიბათის სტადიონზე ვარჯიშობდნენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს სარბიელი საფეხბურთო სკოლას გადაეცა სარგებლობაში, დადგა დღის წესრიგში აუცილებლობა, რომ რაგბის წრისთვის ალტერნატიული ფართი შეგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, საკითხი არ არის პრობლემური და საკრებულოს გამგებლისთვის ამის ტაობაზე ტანხმობის მიცემა არ გაუჭირდება", -ამბობენ საკითხის ინიციატორები.