ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია ჯიანგსუს ტორნადომ გადაუარა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ტორნადოს 51 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები წაიღო.
სტიქიის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ ტვიტერში ვრცელდება და მისი ნახვა მითითებულ ლინკზე შეგიძლით.