შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები აცანის ტაძრის არქიმანდრიტის მამა გაბრიელის შესაძლო ცემის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს:
_ მე საზღვარგარეთ ვარ და დეტალები არ ვიცი. ახლა გავიგე და ვცდილობ გავერკვე.
_ მეუფეო, პოლიცია ამბობს, რომ მამაომ თვითდაზიანებები მიიყენა და ამის ამსახველი ვიდეო მასალაც არსებობს.
_ გამორიცხულია. მამა გაბრიელი ამას არ ჩაიდენდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მეუფე იოსებმა.