"არქიმანდრიტი გაბრიელი თავს ძალიან უხერხულად გრძნობს და ბოდიშს იხდის საზოგადოების წინაშე მომხდარი ინციდენტის გამო," _ ამ განცხადებას სოციალურ ქსელში შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახური ავრცელებს.
"იგი, ასევე, თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, ნუ მოძებნიან ამ სიტუაციაში მყტუან-მართალს, რადგან აღნიშნული მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მრწამს და მორალს," _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.