ქალაქ ოზურგეთში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
დღეს ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ სანაპიროსა და პეტრიწის ქუჩებზე გზის მოასფალტების სამუშაოები მოინახულა.
"სანაპიროს შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ამჟამად აღნიშნული მონაკვეთის მოასფალტება მიმდინარეობს. გარდა ამისა, გზის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია ქალაქის კიდევ თექვსმეტ ქუჩაზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს ორი თვის განმავლობაში დაასრულებს. აღნიშნული მიმართულებით რეაბილიტაცია, ეტაპობრივად, მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება და 2017 წლისთვის ქალაქის ყველა ქუჩა მოასფალტდება", _ განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
(R)