“ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო. როგორც ჩანს, აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს”, _ ასე ეხმაურება გუშინ, 20 აპრილს, მესტიაში მომხდარ მკვლელობას, რომელსაც მესაზღვრე ბესიკ იოსელიანი ემსხვერპლა, მულახის თემის რწმუნებული სოსო ზურაბიანი.
ზურაბიანი აცხადებს, რომ გარდაცვლილს 4 შვილი დარჩა.
“იოსელიანი ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო. როგორც ჩანს, აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს. ბრალდებულიც ჩვენი სოფლიდანაა, ისიც მესაზღვრედ მუშაობს. გარდაცვლილს, 4 შვილი დაუობლდა“, – ამბობს სოსო ზურაბიანი.
შეგახსენებთ, ინციდენტი სასაზღვრო პოლიციის ტანამშრომლებს შორის გუშინ მესტიაში მოხდა. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიღუპა. სავარაუდო დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
წყარო: newpost.ge