https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ” _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს

10:07; 11.07.2016
ჟურნალისტური გამოძიება
Share on FacebookShare on TwitterEmail

რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის გასახორციელებლად და ასეთად რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

 იმ  რელიგიური ორგანიზაციების რიცხვი,  რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ 50-ს აჭარბებს.

თუმცა, როგორც გავარკვიეთ, არცერთ მათგანს დღემდე არ უსარგებლია ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში ჩადებული საკმაოდ მრავლისმომცველი მუხლით _ “რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა”. 

გამონაკლისი არც გურიის მუნიციპალიტეტეტებია _ ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აფინანსებს _ თანაც ყოველგვარი კონტროლის გარეშე…

2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 25 ივნისის ჩათვლით  არასამეწარმეო არაკომერციულ  იურიდიული პირს „შემოქმედის ეპარქიის განვითრების ფონდს“, რომლის დამფუძნებელი შემოქმედის ეპარქიაა  ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 90000 ლარი აქვს მიღებული.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #45 დადგენილების თანახმად, 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა _ 65 000 ლარი  უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე ამ თანხიდან უნდა გადახდილიყო ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედის ეპარქიის კომუნალური გადასახადები და დაფინანსებულიყო სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები.

2016 წლის ბიუჯეტში მცირე ამ კუთხით მცირე ცვლილება შევიდა. საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის #56 დადგენილებით დაკონკრეტდა რომ გამოყოფილი თანხა _ 55 000 ლარი  უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების, ეკლესია-მონასტრების მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას და შემოქმედის ეპარქიის კომუნალურ გადასახადებს (გამოყოფილი თანხიდან ეპარქიას ამ დროის მონაცემებით 25 000 ლარი აქვს ათვისებული).

თანხების გადარიცხვა სუბსიდირების ხელშეკრულების საფუძველზე ხდება, რომლის საგანი საკრებულოს დადგენილებაა.

ხელშეკრულებაში ვკითხულობთ: „მიმწოდებელი (ანუ მერია) ვალდებულია გადაურიცხოს შესაბამის საბანკო ანგარიშზე მიმღებს თანხა არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობისა, ეტაპობრივად მიმღების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად; აწარმოოს მონიტორინგი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

მიმღები (შემოქმედის ეპარქიის განვითრების ფონდი) ვალდებულია: ხელშეკრულების განსაზღვრული თანხა გამოიყენოს ფონდის საქმიანობისთვის, სუბსიდიის მისაღებად მიმწოდებელს მიაწოდოს სრულყოფილი დოკუმენტაცია, მიმწოდებელს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის გადარიცხული სუბსიდიის მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.
გურია ნიუსის მიერ ოფიციალურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შემოქმედის ეპარქიას არამიზნობრივად აქვს დახარჯული.

მაგალითად, გამოყოფილი თანხებიდან სხვადსხვა სამშენებლო მასალები შეძენილია ჩოხატაურსა და ლანჩხუთში არსებული მონასტრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშფაქტურების თანახმად, სამშენებლო  მასალების 99% (ღორღი, ცემენტი, გაჯი, ქვიშა, ურო, მილი ნიჩაბი და ა.შ) თბილისშია შეძენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში გარკვევით არის განმარტებული თუ რას უნდა მოხმარდეს გამოყოფილი თანხები და დაკონკრეტებულია, რომ იგი უნდა მიიმართოს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით, შემოქმედის ეპარქიას სხვადასხვა სახის ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა აქვს შეძენილი და არა მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია/მონასტრებისთვის.

მაგალითად: 2015 წლის 18 თებერვალს 80 ლარის ღირებულების გაჯი, 24 ლარის წებოცემენტი,  850 ლარის ღირებულების კედლის ქვაბი, 50 ლარის ღირებულების გათბობის ქვაბის მილი, 684 ლარის რადიატორი ალუმინის, 27 ლარიანი რადიატორის კომპლექტი, 80 ლარის ღირებულების რადიატორის ვენტილი, 75 ლარის თეთრი საშრობი, 2.5 ლარის ღირებულების თითბერის სარქველი, 1 ლარის ღირებულების გადამყვანი და 9.2 ლარის ღირებულების მილი, 30 ლარის ღირებულების ბილერის კომპლექტი, 5 ლარიანი ვენტილი, 64 ლარიანი კოლექტორი, 18 ლარიანი თათბერის კოლექტორი, მისი სამაგრი _ 7.8 ლარის ღირებულების და 9.6 ლარის ღირებულების  პაკლი მიტანილია მისამართზე _ თბილისი ბალანჩივაძის 29 (ხილიანი)  კორპუსი 39 ბინა #75 სართული 12.

2015 წლის 7 აპრილს ბალანჩივაძის 39-ში , ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით ნაყიდი 1126.7 ლარის ღირებულების ლამინატი, 20 ლარის დუბელი, 190 ლარი პლინტუსი და 12.2 ლარის ღირებულების ლამინატის  პარკეტის ქვეშ დასაფენიც მიიტანეს.

ამავე წლის 26 აპრილს ამავე მისამართზე მიტანილია 177 ლარის ღირებულების უნიტაზი, 85 ლარიანი ავზი, 90 ლარიანი უნიზატის საფარი (ნელი ხურვით) და 47 ლარიანი ჩამრეცხი მექანიზმი.

27 აპრილს ხილიანზე მიიტანეს ბიუჯეტის ფულით ნაყიდი 1000 ლარის ღირებულების სარეცხი მანქანა.

დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ ამავე ბინაში მიტანილია: 480 ლარის ღირებულების საწოლი მატრასით, 500 ლარის ღირებულების გაზქურა, 1200 ლარის ღირებულების ჰაერგამწოვი ღუმელი, 500 ლარიანი ქურა, 300 ლარის ღირებულების გასაშლელი მაგიდა, 370 ლარის  ღირებულების წინა და უკანა ხუნდები, 390 ლარის წყლის რადიატორი.
როგორც გურია ნიუსმა გაარკვია აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსი მდებარეობს, ბინა, რომელიც 35 კვადრატია, შეძენილია 2014 წელს და მისი მეპატრონე ვინმე ანა მეფარიშვილია.

კიდევ ერთი მსხვილი შენაძენი, რაც დოკუმენტებში ფიქსირება 6540 ლარის ღირებულების მაგიდა და სკამებია.

2016 წლის 21 ივნისს გამოწერილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, შემოქმედის ეპარქიას, ხარაგაულში შეძენილი აქვს 150 ცალი სკამი და 24 ცალი მაგიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ის გამონაკლისია, როცა შეძენილი სკამების და მაგიდების ტრანსპორტირების დასრულების ადგილად ოზურგეთი, 9 აპრილის ქუჩაა დაფიქსირებული.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ გამოყოფილი თანხებით ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეპარქიის კომუნალური გადასახადების გადახდაც უნდა მოხდეს. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ იხდიან კიდეც _  2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ივნისამდე ელექტროენერგიის დანახარჯი 3836 და 32 თეთრია.

რაც შეეხება გაზს  _ ქალაქ ოზურგეთის მერიამ, რომელიც ეპარქიას თანხებს ურიცხავს, მხოლოდ ერთი დოკუმენტი მოგვაწოდა.

სოკარის ქვითარზე, რომელიც 22 ივნისითაა დათარიღებული ირკვევა რომ ეპარქიის დავალიანება 2603 ლარს შეადგენს და ივნისში მხოლოდ 206 ლარია გადახდილი.

შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები ამბობს, რომ ის არ არის ვალდებული ბიუჯეტის თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდოს.

„არანაირი ვალდებულება არ მაქვს თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ რაზე გადმორიცხა გამგეობამ თანხა. ამის საბუთები ჩვენ გვაქვს. მე ვარ ეკლესია და არანაირი ვალდებული არ ვარ ჟურნალისტებს მივაწოდო ინფორმაცია რაში იხარჯება. რაც დაიხარჯა ამის ინფორმაცია ხომ მოგაწოდათ ქალაქ ოზურგეთის მერიამ? მეტი რა კითხვები გაქვთ ვერ გავიგე“ _ გვითხრა მეუფემ.

მისივე განმარტებით, ასეთი საკითხები ჟურნალისტების გასარჩევი არ არის:

_ ქალაქ ოზურგეთში ერთადერთი მონასტერია _ წმინდა ნინოს სახელობის რეზიდენცია, რომელშიც 30 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში ასევე არის საკათედრო ტაძარი და თქვენ რას არკვევთ ვერ გავიგე, _ ჩვენი დაინტერესება მიუღებელი აღმოჩნდა შემოქმედის ეპარქიის წინამძღვრისთვის.

_ ჩვენ იმის გარკვევას ვცდილობთ რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები…

_ მე ვარ ეპისკოპოსი. არც ხელფასი მაქ და არაფერი. რაც მაქ ყველაფერს ეკლესიას ვახმარ. 150 ეკლესიაა შემოქმედის ეპარქიაში აშენებული და ქალაქი მაგას რომ ვერ ააშენებდა, ალბათ, გასაგებია. მე მაქვს კითხვა, თქვენ რატომ დაინტერესდით ამით.

_ ჩვენ, ჟურნალისტები ბიუჯეტის ხარჯვით ყოველთვის ვინტერესდებით. პირველად არ ვსაუბრობთ ჩვენ ამ თემაზე მეუფეო. წლების წინაც იგივე შეკითხვები გვქონდა…

_ გასაგებია რომ ჟურნალისტები ხართ, მაგრამ მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ.

_ თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ კერძო პირთან გაქვთ მიტანილი ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ნივთები და ეს როგორ გავიგოთ?

_ არავითარ კერძო პირთან არ მიმიტანია.

_ დოკუმენტებში ეს ნათლად ჩანს მეუფევ _  თბილისი, ხილიანზე კორპუსი 29, ბინა 75, სართული 12. ბინა არის ანა მეფარიშვილის სახელზე.

_ ეგ შეიძლება ვაყიდინე, იქ მივიტანე  და შემდეგ იქიდან წამოვიღე.

_ იმ მისამართზე ძალიან ბევრი რამაა მიტანილი _საწოლი, მაგიდა, ლამინატი, სარეცხი მანქანა…

_ ზუსტად არ მახსოვს. შეიძლება დავავალე, იყიდა და აქეთ წამოიღო ჩემმა მანქანამ. დიდი მანქანა მყავს „გრუზავიკი“.

_ ყველაფერი 35 კვადრატულ ბინაში მიიტანეს იმისთვის, რომ მერე ოზურგეთში  წამოეღოთ? ამისთვის აიტანეს სარეცხი მანქანა მეთორმეტე სართულზე?

_ დიახ. თბილისში ვყიდულობდი და აქ მომქონდა.  და თქვენ რას არკვევთ,  გამომძიებელი თუ ხართ მითხარით.

_ ვინ არის ანა მეფარიშვილი, ეკლესიის წარმომადგენელია?

_ არ არის ეგ თქვენი საქმე.

_ გასაგებია. კიდევ ერთ დეტალს დავაზუსტებთ _ ხრეში, გაჯი, ცემენტი, ღორღი  _ ყველაფერს თბილისში რატომ ყიდულობთ და ამხელა გზაზე რატომ ახდენთ ტრანსპორტირებას?

_ ზოგი იქიდან მოვიტანე, ზოგი აქედან. ძალიან ბევრი რამე მაქვს მე ნაყიდი, ზოგი არც ჩამიწერია.

_ სულ ახლახანს 150 ცალი სკამი და მაგიდა შეგიძენიათ. რისთვის შეიძინეთ?

_ კრებები რომ მაქვს რეზიდენციაში იმისთვის.

_ ეს სკამები და მაგიდები იმ საბანკეტო დარბაზისთვის არ შეგიძენიათ, რომელიც ახლახანს გახსენით?

_ იქაც მაქვს და აქაც მაქვს ბევრი სკამი, მაგაზე მეტი მაქვს და რაში გაინტერესებთ ეგ ინფორმაცია?! კარგით, ამოწმეთ, ამოწმეთ და ღმერთიც შეგამოწმებთ, _ გვითხრა მეუფემ.

“გურია ნიუსმა” დეტალების გადამოწმება ანა მეფარიშვილთანაც სცადა, თუმცა მან ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 

რაც შეეხება გურიის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შემოქმედის ეპარქიისთვის 9 600 ლარი აქვს გადარიცხული. მათივე ანგარიშზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პურის შესაძენად ამავე პერიოდში დამატებით 6 800 ლარი გადაირიცხა.

ხელშეკრულებაში, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდს შორის არის დადებული (ფონდს მეუფე იოსები წარმოადგენს) აღნიშნულია, რომ თანხა ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხარჯების სრული დოკუმენტაცია მოვითხოვეთ მუნიციპალიტეტის გამგეობამ მხოლოდ 2016 წლის დოკუმენტაციის ნაწილი მოგვაწოდა:

_ ჩვენთან ხარჯების დოკუმენტაცია არ ინახება. თქვენი წერილის შემდეგ ვთხოვეთ ეპარქიას დოკუმენტაციის მოწოდება და მხოლოდ ნაწილი წარმოგვიდგინეს, _ განგვიმარტეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

წარმოდგენილი დოკუმენტაციას თუ დავეყრდნობით, ეკლესია-მონასტრებისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილი, მეუფე იოსებმა სამრევლო სკოლას გადაურიცხა (თანხების ნაწილის ხარჯვის დოკუმენტაცია გამგეობამ ვერ მოგვაწოდა). სამრევლო სკოლას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან თანხა ცალკეც ეძლევა: ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, სამრევლო სკოლას 2013-2016 წლებში 15 450 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველთათვის პურის შესაძენად გადარიცხულ თანხებს _ როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, ეპარქიას შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა არ წარმოუდგენია და შესაბამისად უცნობია, ვისგან, როდის და რა რაოდენობის პურია შეძენილი.

ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც გამგეობამ მოგვაწოდა ბენეფიციართა სახელები, გვარები და ხელმოწერებია ერთ ფურცელზე, რომლიდანაც იმის გარკევევა, თუ როდის და რა მიიღეს, შეუძლებელია.

რაც შეეხება ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აქ თანხების ხარჯვის დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე შემოქმედის ეპარქიას 88 250 ლარი გადაურიცხეს.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდის დაფინანსებას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებით /დადგენილების 14-ე მუხლით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2016 წლის იანვრიდან 16 მარტამდე, თანხის ჩარიცხვა განხორციელებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე; 2016 წლის 16 მარტიდან კი _ გაფორმებული /N4 16.03.2016 წ/ ხელშეკრულების და ა(ა)იპ შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდის წერილის საფუძველზე,” _ გვწერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ბუხუტი ბარამიძის წერილიდან კი ირკვევა, რომ გადარიცხული თანხების მონიტორინგს მუნიციპალიტეტის არ ახორციელებს და შესაბამისად, არც ანგარიშ-ფაქტურები გააჩნიათ და არც ხარჯთაღრიცხვები:

_ გადარიცხული თანხების ჩამოწერა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ხდება, _ გვწერს ბარამიძე და ე. წ. მიღება-ჩაბარების აქტსაც გვიგზავნის, რომელსაც მხოლოდ მეუფის ხელმოწერა აქვს და რომლიდანაც იმის გარკვევაც შეუძლებელია თუ ვის უგზავნის მეუფე ე.წ. “მიღება-ჩაბარების” აქტს.

ამ ყველაფრის შესაბამისად, შეუძლებელი ხდება იმის გარკვევა კონკრეტულად რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, რომელიც ასე გამოიყურება:

2015 წელი: 5 000 ლარი _ აკეთის ეკლესიის რესტავრაციისთვის; 7 00 ლარი _ შემოქმედის ეპარქიის განვითრების ფონდისთვის; 10 000 ლარი _ ისევ შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდს; 8 000 ლარი აკეთისა და წმინდა მარიამის სახელობის დედათა მონასტერს; 8 650 ლარი _ სამება-ჯიხეთის მონასტრის მშენებლობისთვის; 1 500 ლარი _ შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდისთვის; 2 000 ლარი _ გრიგოლეთის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრისთვის, 600 ლარი _ შუხუთის ეკლესიისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

2016 წელი: 10 000 ლარი _ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის; 5 000 ლარი გრიგოლეთის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრისთვის; 5 000 ლარი _ აკეთის მაცხოვრის ტაძრისთვის სამშენებლო მასალების შესაძენად; 5 000 ლარი _ ნიგვზიანის დედათა მონასტრისა და მშენებარე რეზიდენციისთვის; 10 000 ლარი _ ჯიხეთის დედათა მონასტრისთვის. სულ ბოლოს, 10 000 ლარის გადარიცხვა, მიზნობრიობის მითითების გარეშე, 14 ივნისსაა გახორციელებული.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ მათ არ აქვთ უფლება ეპარქიას ხარჯვის დოკუმენტაცია მოსთხოვონ:

_ მე ამაზე ვესაუბრე ჩვენს იურისტს და მითხრა, რომ არ გვაქვს უფლება, ეპარქიას მოვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში დახარჯეს ჩვენ მიერ სუბსიდიის წესით მიღებული თანხა. იურისტი ამბობს, რომ რომც მოგვაწოდონ, თქვენ მაინც ვერ მოგაწოდებთ, რადგან ეს არის საიდუმლო ინფორმაცია _ მასში საბანკო ანგარიშის ნომრები, კონკრეტული სახელი და გვარები წერია. მე ვეყრდნობი იურისტს და გეუბნებით იმას, რაც მითხრეს, _ აღნიშნა ურუშაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ხათუნა სურგულაძის წერილიდან ირკვევა, რომ “2015 წლისთვის რელიგიის ორგანიზაციების ხელშეწყობისათვის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 40 000 ლარი, რომელიც დაიხარჯა: 20 300 ლარი სოფელ შემოქმედის დედათა მონასტრების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და გაზიფიცირებისთვის; 10 000 ლარი _ სოფელ გომის მონასტრის კელიების მშენებლობისთვის; 8 200 ლარი _ ბოხვაურის წმინდა სოფიოს სახელობის ტაძრის მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის; 1 481 ლარი _ დაბა ლაითურის სულთმოფენობის სახელობის ტაძრის სამრეკლოს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისთვის. სულ გახარჯულია 39981 ლარი”, _ გვწერს სურგულაძე.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მიუხედავად მოთხოვნისა, 2016 წელს გაწეული ხარჯების შესახებ თანხობრივი მონაცემებიც არ მოგვაწოდა. მოგვაწოდეს მხოლოდ 2016 წლის 3 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც გარკვევით წერია: “მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს მონიტორინგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე”. თუმცა, ხელშეკრულებაში პირობები დაკონკრეტებული არ არის.

სამაგიეროდ, დაკონკრეტებულია ეპარქიის მოვალეობა, კერძოდ: თანხის მიმღები ვალდებულია, სუბსიდიის მისაღებად (რომელიც 2016 წელს 55 000 ლარს შეადგენს) მიმწოდებელს მიაწოდოს სრულყოფილი დოკუმენტაცია; მიმწოდებელს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის გადარიცხული სუბსიდიის მიზნობრივად ხარჯვაზე”.

მიუხედავად ამისა, როგორც გავარკვიეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა არც მონიტორინგს ახორციელებს და საფინასო სამსახურში დახარჯული თანხის მიზნობრიობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია არ ინახება:

_ ამის ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს, _ განმარტავს საფინანსო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი.

ჩვენ მუნიციპალიტეტს ვთხოვეთ დაეკონკრეტებინა კანონის, ბრძანების ის მუხლი, რომლის საფუძველზე მათ დოკუმენტაციის შენახვის და ეპარქიიდან გამოთხოვის ვალდებულება არ გააჩნიათ, თუმცა, ამ შეკითხვაზე პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეპარქიისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ.

_ ბატონო თამაზ, რამდენად გამართლებულია, ერთი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო თანხები დაიხარჯოს მეორე (სხვა) მუნიციპალიტეტისთვის?

_ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შექმნილია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად, ამდენად, ამ ორგანოების თანხები მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გახორციელებულ პროექტებს უნდა მოხმარდეს. როგორც თქვენს მიერ მოწოდებული ხელშეკრულებებით ირკვევა, ეს მოთხოვნა ქ. ოზურგეთის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელშეკრულებებით განსაზღვრულია.

_ მაგრამ არ არის განსაზღვრული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელშეკრულებით.

_ ამ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, ხელშეკრულებას ხარვეზი აქვს.

_ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის იურისტი ამბობს, რომ მათ ა(ა)იპ “შემოქმედის ეპარქიისთვის განვითარების ფონდისთვის” ბიუჯეტიდან გაცემული თანხების ხარჯვის დოკუმენტაციის მოთხოვნის უფლება არ აქვთ. რამდენად სწორია ეს?

_ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის, შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, დამტკიცებაზე და ბიუჯეტის კონტროლზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

ამდენად, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან თითოეული თეთრის მიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებელია გამგეობა, ხოლო კონტროლზე _ საკრებულო. აღმასრულებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ყველა ხარჯის სწორად განკარგვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გაფორმებულიყო ისეთი სახის ხელშეკრულება, სადაც ნათლად გამოჩნდებოდა ხელშეკრულების მეორე მხარის ვალდებულებები, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფდა საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯს.

_ ასეთი მოთხოვნა აქვთ ქალაქ ოზურგეთს, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს, მაგრამ არც ერთი არ ასრულებს…

_ თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არღვევს ხელშეკრულების პირობებს, მეორე მხარე უფლებამოსილია გამოიყენოს კანონით და ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

_ ვის ეკისრება ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე?

_ ისევ და ისევ ადგილობრივ თვითმმართველობას. ის არის პასუხისმგებელი და მან უნდა უზრუნველყოს საბიუჯეტო თანხების სწორი ხარჯვა. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა აღმოფხვრას და შესაბამისი სანქციები გაატაროს, _ გვითხრა ტრაპაიძემ.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

21:05; 12 მაისი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

14:04; 27 აპრილი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

20:03; 29 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

13:03; 15 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

10:03; 1 მარტი, 2017

#გააზიარეწარმატება

გამოკითხვა: ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შორის, რომელია ყველაზე აქტუალური?

ყველა სიახლე

პოლიტიკა

დგინდება შსს-ს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება

20:44; 8.12.2025
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – რასაც ვაკვირდები, „ქოცები” შარში არიან, ეს რასაც ვხედავ და რასაც ვერ ვხედავ – კიდევ უარესში

19:41; 8.12.2025
ფინანსები

კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:50; 8.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მერიაში

18:04; 8.12.2025
ფინანსები

10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისათვის

17:42; 8.12.2025
საზოგადოება

“ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ წარმოაჩინა პრობლემა”- რას წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

17:00; 8.12.2025
სამართალი

მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

16:03; 8.12.2025
საზოგადოება

“კვერცხი ვერ ვიყიდე, არ აქვთ”- რით არის გამოწვეული დეფიციტი

15:44; 8.12.2025
საზოგადოება

14 წლის გოგო დედა გახდა

14:25; 8.12.2025
ფინანსები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

14:03; 8.12.2025
ფინანსები

500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

13:50; 8.12.2025
საზოგადოება

ფოთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

13:42; 8.12.2025
სამართალი

პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

13:14; 8.12.2025
საზოგადოება

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:45; 8.12.2025
სამართალი

გურიის პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა 

12:37; 8.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო