აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სიმელოტის ბიოლოგიურ საფუძველს მიაგნეს. მათი შეფასებით, აღმოჩენა თმის ცვენის მკურნალობაში ახალი საფეხურია. კვლევები მამაკაცებსა და ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარდა. შედეგად მეცნიერებმა სიმელოტის გამომწვევი პროტეინი – პროსტაგლანდინ D გამოავლინეს. დადგინდა, რომ თავის იმ უბნებზე, სადაც თმის რაოდენობა შემცირებული იყო, პროტეინ პროსტაგლანდინ D-ს დონე მაღალია.
თაგვები, რომლებშიც მეცნიერებმა ხელოვნურად გაზარდეს მოცემული პროტეინის დონე, თმა მთლიანად გასცვივდათ. დამატებითი ოდენობის პროსტაგლანდინ D-ს მიღებამ გადანერგილი თმის ზრდა შეაჩერა ადამიანებშიც.
გამოცემა Science Translation Medicine-ის ცნობით, მიღებული შედეგების წყალობით, სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს თმის ცვენის საწინააღმდეგო მედიკამენტზე მუშაობა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ისინი შეძლებენ ეფექტური პრეპარატების შექმნას, რომელთა თავის კანზე წასმა არამარტო შეაჩერებს გამელოტების პროცესს, არამედ თმის ზრდას შეუწყობს ხელს.