https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქალი პოლიტიკოსის კვირა _ ელისო ჭიჭინაძე

17:07; 12.07.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

5 ივლისი, სამშაბათი, 2016 წელი

წუხელ, ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკაში მორიგე ვიყავი. რთული მორიგეობა იყო. ძალიან ბევრი პაციენტი მოვიდა. ახლაც მესმის, 4 წლის ბავშვის განწირული წივილ-კივილი _ "მიშველე, დედა!" საწყალს კარტოფილის ნახარში წყლით ხელ-ფეხი მთლად დამწვარი ჰქონდა. საჭმელს უცდიდა პატარა და კლინიკაში აღმოჩნდა. მთელი კლინიკა თავს ევლებოდა ბიჭუნას, მალევე დააწყნარეს.

მორიგეობის შემდეგ, დილით, კონფერენციის დამთავრებამდე ფოთში, ჩემს ძირითად სამსახურში "ავერსის ლაბორატორიაში" გავრბივარ. დღეს "სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას მონიტორინგი აქვს "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში"; გავეთავისუფლე შუადღემდე.

მე,  დეპუტატი ქალბატონები: ია ჩხაიძე, ელენე ნაჭყებია და  ნონა მურვანიძე, ბატონი ევგენი ჩიჩუა შევხვდით ცენტრის თანამშრომლებს. მოვისმინეთ მათი პრობლემები, გავეცანით მათ გეგმებს. მთავარ პრობლემად უწყლობა დაასახელეს. სამსახური მესამე სართულზეა განთავსებული, მეორემდე ადის წყალი, მესამეზე აღარ არის. მითუმეტეს, აქ პარაზიტოლოგიური ლაბორატორიაა, რომელიც "ვედროებით" ამოტანილი წყლით სარგებლობს.

მთავარ პრობლემად ხელშეკრულებით აყვანილი 11 ადამიანის სამსახურში დარჩენა-არდარჩენის საკითხია. აგვისტოში უწყდებათ ხელშეკრულება, უსამსახუროდ რჩებიან. იმედია, ჩვენი შუამდგომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დადებითი შედეგებით დამთავრდება _ გაუგრძელდებათ ხელშეკრულებები.

ჩემი აზრით, ამ დაწესებულების მენეჯმენტი შესაცვლელია. ეს სამსახური (და არა მარტო ეს!) "თავკომბალას" ჰგავს _ ფინანსების ძირითადი ნაწილი ხელფასებზე მიდის, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად თანხა არ აქვთ.

6 ივლისი, ოთხშაბათი, 2016 წელი

დილით, სოფელ ლესის ცენტრში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გავიარე. ყველა ლესელის ოცნება ახდა ამ მშენებლობის დაწყებით. 900 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, სამჯგუფიანი, ევროსტანდარტების საბავშვო ბაღი გვექნება. პროექტი ნახევარმილიონიანია. ბანერი, რომელიც მშენებლობის მიმდინარეობას, მშენებელ კომპანიას და ფინასურ მხარეს გააცნობდა მოქალაქეებს, არ არის. არადა, კარგი იქნებოდა მოქალაქეთა ინფორმირებისთვის.

მშენებლები კმაყოფილი და გახარებული დამხვდნენ. სოფელს არაჩვეულებრივ ბაღს უშენებენ, თან ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასაც იუმჯობესებენ, როგორც გურულები ამბობენ: "შეეხიდებიან" ოჯახს. ყველა ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული.

მეორე მშენებლობაც დავათვალიერე, ე.წ. ჩხარტიშვილების უბანში. 110-მეტრიან ასფალტს აგებენ  აღმართში. მისასალმებელია,  აღმართის მოხრეშვა რომ "წყლის ნაყვა" იყო, მიხვდნენ და დათანხმდნენ მოსახლეობას, ნაწილ-ნაწილ სოფლის შიდა გზების მოასფალტება "სოფლის პროგრამის ფარგლებში" დაფინანსებულიყო.

რამდენჯერმე სესიაზე ფაქტებით დავასაბუთე, რომ აღმართი გზების მოხრეშვა წყალს გატანებული ბიუჯეტის ფულია.

ნეტავ ჩემი სოფლის ყველა გზა მოასფალტებული და მოსახლეობა დასაქმებული იყოს. იქნებ დიდი დრო არც უნდა ამ სურვილის ასრულებას?! ნეტავ!

კმაყოფილი მოვედი სახლში, ჩემს მოხუცებს წნევა გავუსინჯე, წამლები მივეცი, ახალ ინფორმაციას მოვუსმინე და ჩემს შვილებს მოვესიყვარულე. ჩემი გოჩოს სურათთან სანთელი ავანთე, ვილოცე და დავწექი დასაძინებლად, ფიქრები მომეძალა…

გასაკვირია, გვიჭირს, სამუშაო ადგილები არ არის; შემოსავლები, სამწუხაროდ, უმეტესობა ოჯახებიდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასული ემიგრანტების გამოგზავნილი ფულია, მაგრამ თითქმის ყველა ოჯახს (ჩემს სოფელში ყოველ მეორეს) მანქანა ჰყავს; მე მგონი, ეს რაღაც "ქართული, თანაც უცნაური ფენომენია". ბანკის ვალებში ვიხრჩობით, მაგრამ მანქანით დავდივართ, ვაკეთებთ რემონტებს და ა.შ. ასეთი უკუღმართი "ეკონომიკა" ტვირთად აწვება ოჯახებს ისე, როგორც ჩვენს პატარა ქვეყანას, მილიარდობით აღებული საგარეო ვალები. ჰოდა, უნდა იხადონ ჩვენმა შვილებმა. გული დამიმძიმდა… ფიქრებში ჩამძინებია…

7 ივლისი, ხუთშაბათი, 2016 წელი

დღეს ფრაქცია "მეტი ქალი პოლიტიკაში" ბიბლიოთეკების შესამოწმებლად გავიდა. დავათვალიერეთ მაჩხვარეთის, ჩიბათის, ლესის და ნიგვზიანის ბიბლიოთეკები. ყველგან, სოფელ ნიგვზიანის გარდა, ერთი და იგივე პრობლემაა _ სახურავიდან ჩამოჟონილი წყალი, დაზიანებული ჭერი და იატაკი, მწირი წიგნადი ფონდი… ადგილზე დაგვხვდნენ ძალიან საქმიანი და მონდომებული ბიბლიოთეკარები, რომლებიც უკეთესი მომავლის იმედით, რუდუნებით ემსახურებიან საქმეს. მკითხველი საშუალოდ 100-110-ია თითოეულ სოფელში.

არ ვიცი ის ცხრა წელი, "ქვეყნის აყვავების" პერიოდი რომ გვეგონა, რა კეთდებოდა სოფლებში _ თითქმის ყველა ბიბლიოთეკა, საექიმო უბანი, საბავშვო ბაღი, ამორტიზირებული, მოუწესრიგებელი და უმეტესობა ახლად გასაკეთებელია. საექიმო უბნები – კიდევ ცალკე თემაა; "ფიზიკურ პირებად" დარეგისტრირებული ოჯახის ექიმები, ისეთ პირობებში მუშაობენ, მართლაც გმირები არიან. საბავშვო ბაღები (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), გასარემონტებელი ან ახლადასაშენებელია. ძალიან ბევრ სოფელში, მათ შორის ლესაში, ამ კუთხით სერიოზული ძვრებია. ბაღი შენდება, 2017 წლისთვის საექიმო უბნის რემონტს დაგვპირდა გამგებელი. ბიბლიოთეკა ახალ, გარემონტებულ ოთახში გადაგვაქვს, ველოდებით წიგნების დასაწყობ თაროებს. ჰოდა, ბიბლიოთეკაც ძალიან მაგარი გვექნება!

სამსახურში _ ფოთში, ორი საათისთვის მივედი; ხუთშაბათობით ასეთი გრაფიკი გვაქვს. ძალიან ბევრი პაციენტი იყო, ოთხ საათამდე ვიმუშავე, ისევ ლესაში დავბრუნდი, შეხვედრა მქონდა ე.წ. "ლესის ბაზრობაზე" მომუშავე თანასოფლელებთან. საკმაოდ ლამაზად დაწყობილი სხვადასხვანაირი ხილით სავსეა დახლები. სეზონურია აქ ვაჭრობა. დამსვენებლები ვაჭრობენ. ოჯახის ბიუჯეტსაც "ამდიდრებენ" თავიანთი შრომით ეს ადამიანები, თან ერთმანეთთან (სხვათაშორის, ყველა თემაზე, პოლიტიკაზე _ განსაკუთრებით) "დებატობენ" და ასე გადის დრო.

უწყლობის პრობლემა გვაქვსო შემომჩივლეს; გზაზე "ხრეშის" დაყრაც კარგი იქნებაო, იოლად შევა მანქანა ბაზართან და ვაჭრობაც მოიმატებსო. შესაბამის სამსახურებს ვაცნობე და ხვალ ამოვლენ ბიჭები წყლის მილის გასაკეთებლად, შესადუღებელია. ხრეშის დაყრა კი მომავალში, "სოფლის პროგრამის" ფარგლებში უნდა მოხდეს. ვნახოთ, იქნებ სხვა გზაც გამოჩნდეს, ვნახოთ…

საღამოს არაჩვეულებრივ ღონისძიებას ვუყურე – ლანჩხუთში, ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის "კავკასია 2016"-ის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. განსაკუთრებით ემოციური ნოვოსიბირსკელების შესრულებული "რაჭული" იყო. ისეთი გრძნობით და ემოციით ცეკვავდნენ, ცრემლები მომერია. 11 საათზე სახლში ტაქსით წამოვედი. ჩავეხუტე ჩემს შვილებს, დავიძინე, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით.

8 ივლისი, პარასკევი, 2016 წელი

წუხელ საშინლად გაწვიმდა. დილით ეზოში ძლივს გამოვედი. სოფელში რა ხდებოდა, იმის გასარკვევად,  გზას ფეხით გავუყევი. ფიქრებში გართულს, თვალში უამრავი ლიმონათის და ლუდის ფერადი ბოთლები მომხვდა, რომელიც გზის გასწვრივ, თითქმის ყველა გუბეში ტივტივებდა. არადა, იქვე ნაგვის ურნებია ჩამწკრივებული. ვინ გვასწავლის? ძალიან დასანანია, არ ვუფრთხილდებით ჩვენს სოფელს, ქალაქს და საერთოდ, ქვეყანას!

დღეს ჩემს თამთიკოს სკოლის დამთავრების ხუთი წლის იუბილე აქვს. ფოთში დიდი ტორტი და ფეიერვერკი შევუძინე, სიურპრიზს ვუმზადებ. თვითონაც უყვარს ჩემთვის სიურპრიზების გაკეთება.

მორიგე ვარ ლანჩხუთის "მედალფაში"; ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის იმუნოლოგიურ ანალიზებს ვაკეთებ. ხვალ დილით ყველა პასუხი მზად უნდა მქონდეს. ახლა ღამის ოთხი საათია, ჯერ შუა მუშაობაში ვარ!

9 ივლისი, შაბათი, 2016 წელი

დილით უამრავი ზარი შემოვიდა ჩემს ნომერზე. საშინელი წვიმა იყო მთელი ღამე; ადიდებულმა მდინარემ სოფელი დააზარალა: ხიდები წაიღო, გზის ნაპირები ჩამორეცხა; ერთ-ერთი უბანი, სადაც 40 ადამიანი ცხოვრობს, გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. ვლოცულობ, ექიმი არ დაჭირდეს რომელიმეს. ვერავინ დაეხმარება, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდი მდინარემ წაიღო. ინფორმაცია მივაწოდე სტიქიის ზარალის აღმრიცხველ შტაბს; გამოუშვებენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს პრობლემის ადგილზე შესასწავლად. პრობლემა კი მართლაც სერიოზულია და დროულ რეაგირებას საჭიროებს.

მთელი ღამის უძინარი, კოკისპირული წვიმით შეწუხებული და თავმობეზრებული ფოთში წავედი – სამსახურში. არ იყო ბევრი საქმე. ისევ ლანჩხუთის "მედალფას კლინიკაში" მომიხდა დაბრუნება. უროლოგი იყო თბილისიდან ჩამოსული, პროსტატის ონკომარკერები დღესვე უნდოდა; რომ მოვრჩი მუშაობას, უკვე საღამოს რვა საათი იყო… 48-საათიანი, შეუსვენებელი მუშაობის შემდეგ სახლში დავბრუნდი. ჩემი შვილების მოფერება და… ყველა პრობლემა ქრება, დაღლილობა ვიღას ახსოვს! დღეს თამთა თბილისში გავაცილე, სამსახური უხმობს, უკვე მენატრება!

10 ივლისი, კვირა, 2016 წელი

დღეს კვირაა, ერთადერთი  თავისუფალი დღე მთელი თვის მანძილზე. გვიან ავდექი, სადილი მოვამზადე. დიასახლისობა ძალიან მიყვარს და მენატრება. სუფრა გავუწყვე ბექას და მის პატარა მეგობრებს, რომლებმაც წვიმაში გოჩიკოს საფლავი  მოაწესრიგეს, ე.წ. "კროშკა" დააყარეს.

ისევ გაწვიმდა. ძალიან ცუდია, ზარალს ზარალი ემატება… სასმელი წყლის მილები სულ დააზიანა მოვარდნილმა მდინარემ.

ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ, შეაფასებენ ზარალს და ალბათ საჭირო რეაგირებასაც მოახდენენ.

ბექა მეგობართან წავიდა _ დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალია. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მთელი ჩვენი ოჯახი ფეხბურთით ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს…

პორტუგალიას ვგულშემატკივრობ, რონალდუ მიყვარს მეც და ჩემს ბექოსაც. ჰოდა, მოვიგეთ კიდეც. ძალიან ლამაზი თამაში იყო.

ღამის ორი საათია; 11 ივლისიც დაიწყო, დამთავრდა კიდევ ერთი კვირა. ხვალ ახალი კვირა იწყება, ახალი იმედებით, უკეთესი მომავლის სურვილით. მალე გაძლიერებულიყოს და გაბრწყინებულიყოს ჩვენი ლამაზი ქვეყანა, ამინ!

მომავალი კვირის ბლოგ-პოსტს კი გადავაბარებ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს ქალბატონ თამარ ნადირიძეს.                                                                                   

ელისო ჭიჭინაძე,
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის მაჟორიტარი დეპუტატი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4 თებერვალი, 2026

სიურპრიზები ჯაზის მოყვარულებს თიბისი ბანკისგან

რაში უშლის ხელს ლანჩხუთის მაჟორიტარს ზედმეტი მორიდებულობა

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო