სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია.
"ტელეკომპანია რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, რჩეულიშვილი სამართალდამცავებისთვის ჩაბარებას აპირებდა. მანამდე მან სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მაია რჩეულიშვილი და სალომე ჩარკვიანი დამნაშავეები არ არიან.
თუმცა, ჩაბარებამდე გუკა რცეულიშვილი სამართალდამცავებმა ის თავად თავის საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს. გუკა რჩეულიშვილი შესაბამის დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, "ცენტრ პოინტის" პროექტ "ბათუმის მაგნოლიას" საქმეზე დღეს, საქალაქო სასამართლომ გუკა რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილს და სამშენებლო კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს, ირაკლი მინდელისა და სალომე ჩხენკელის აყვანა კი ორი დღის წინ მოხდა. ამავე დღეს იგეგმებოდა გუკა რჩეულიშვილის დაკავებაც, თუმცა სამართალდამცავებმა მისი ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს.