ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე შეკვეთილში 68 116 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხი იყო გამოტანილი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაინტერესდნენ თუ რომელი ადგილის გადაცემას აპირებდა ადგილობრივი ხელისუფლება სახელმწიფოსთვის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ყაზაიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეს ის ადგილია, რომელიც Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზია.
"ეს შენობა სახელმწიფოს არის უკვე და აქედან გამომდინარე ახლა გამოვიტანეთ საკითხი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემა", _ თქვა არჩილ ყაზაიშვილმა.
"ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინააღმდეგია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიახლოებული 7 ჰექტარის მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის გადაცემისათვის, სადაც აშენებული არის საკონცერტო დარბაზი. მოტივი არის ის, რომ მსგავსი ქმედებით მცირდება ადგილობრივი ბიუჯეტში შემოსავლები", _ თქვა საკრებულოს სხდომაზე მიხეილ გოგოტიშვილმა.