ქალაქ ოზურგეთის საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" 20 ივლისს ახალ ეტაპს იწყებს. კლუბის მთავარი მწვრთნელის ხარიტონ ჩხატარაშვილის თქმით, 20 სექტემბერს თამაშს ახალი გუნდით დაიწყებს.
"ახლა ვართ რეგიონალურ ლიგაში, რომლის გათამაშება იწყება სექტემბერში. 20 ივლისს კლუბი იწყებს ვარჯიშს. ჩვენს გუნდში ითამაშებენ ადგილობრივი ფეხბურთელები და მათ ეძლევათ შანსი "მერცხალი" დაბრუნდეს ისევ პირველ ლიგაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ კლუბი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. ესენია: მურად აფხაზავა, ირაკლი ბაჯელიძე, ნიკოლოზ ხინთიბიძე, ნიკოლოზ ჭკუასელი და სერგო ჩიგოგიძე. ასევე კლუბში აღარ ითამაშებენ მოწვეული ფეხბურთელები", _ გვითხრა ხარიტონ ჩხატარაშვილმა.